ირაკლი კობახიძის განცხადებით, რამდენიმე დიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსური შემოსავლები კითხვის ნიშნებს აჩენს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რამდენიმე დიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსური შემოსავლები კითხვის ნიშნებს აჩენს.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ამ NGO-ების გაუმჭვირვალე ხარჯები ქვეყნისთვის რისკებს ქმნის.

„არის რამდენიმე ყველზე მდიდარი NGO, რომელიც ფინანსდება სხვადასხვა წყაროდან. როდესაც ისინი გამოდიან პოლიტიკური მოთხოვნებით და აჩვენებენ პოლიტიკურ ამბიციას მით უმეტეს, მათ აქვთ მორალური ვალდებულება აჩვენონ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი, თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა მათი ხარჯები და არავითარი ინფორმაცია საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით არ აქვს, რაც რისკებს ქმნის. ჩვენი ქვეყანა პატარა სახელმწიფოა და ბუნებრივია, მოწყვლადია სხვადასხვა რისკების მიმართ. ასეთ დროს გამჭვირვალობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. არა მარტო პოლიტიკური პარტიები უნდა იყვნენ გამჭვირვალე ფინანსური თვალსაზრისით, იგივე ეხება NGO-ებსაც, განსაკუთრებით ყველაზე დიდ NGO-ებს, რომლებიც არიან პოლიტიკურ პროცესებში ჩართული. რატომ არის მათი საქმიანობა გაუმჭვირვალე ესეც, ბუნებრივია, კითხვებს აჩენს. რაც შეეხება ისეთ NGO-ებს, რომლებიც დეზინფორმაციის გამოვლენაზე მუშაობენ, მაგალითად ასეთია factcheck, ხშირად თვითონ ავრცელებს დეზინფორმაციას, ფაქტობრივ ტყუილებს. მათაც აქვთ პირდაპირი პოლიტიკური ინტერესები. თუ გავყვებით მათ ფესვებს და დამფუძნებლებს, ძალიან მარტივად ამოვიკითხავთ ასეთი NGO-ების უკან სახელებს და გვარებს, რომლებიც პირაპირ არიან დაკავშირებული რადიკალურ ოპოზიციასთან“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მისივე განმარტებით, დღეს მთავრობა არ მუშაობს არავითარ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს რეგულირების ჩარჩოში მოაქცევს, ან გახდის ვალდებულს, რომ ფინანსური წყაროების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროოს.

„კანონით დღეს მათ ვალდებულება არ აქვთ ხარჯების შესახებ ინფორმაცია გაავრცელონ, თუმცა, არსებობს ერთგვარი მორალური ვალდებულება, თუ საზოგადოებას მეტს ეტყვიან საკუთარი ხარჯების შესახებ, საზოგადოება დასკვნებს გამოიტანდა. აგვისტოში მათ გაავრცელეს თვითონ ეს დეზინფორმაცია და მერე ჩვენ გვიწევდა ამაზე პასუხის გაცემა. ესეც აჩვენებს მათი მუშაობის მეთოდებს და ეს არის სწორედ რუსული მუშაობის მეთოდები, რასაც ეს NGO-ები იყენებენ. [რეგულირების] საკითხი არ განიხილება. პერსპექტივაში თუ რამეს განვიხილავთ, პირველი ჩვენ ვეტყვით ამას საზოგადოებას. არავითარი საკითხი რეგულირებასთან დაკავშირებით არ განიხილება“, - განაცხადა კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა