ნიკოლ ფაშინიანი - ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 49 გარდაცვლილი გვყავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე მომხდარი შეტაკებების შედეგად 49 სომეხი სამხედო დაიღუპა.

„ამ დროისთვის თავდაცვის სამინისტროს მიერ დადასტურებული ინფორმაციით, 49 დაღუპული გვყავს, მაგრამ ეს რიცხვი, სამწუხაროდ, საბოლოო არ არის“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სანამ არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან გადამწყვეტ მომენტში სამშობლოსთვის სიცოცხლე გაწირონ, ეს ნიშნავს, რომ სომხეთს სუვერენიტეტი აქვს და ექნება.

„ჩვენი ჯარისკაცები თავდაუზოგავად და გმირულად იბრძოდნენ. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ამაზეა დაფუძნებული ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი და სანამ არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან გადამწყვეტ მომენტში სამშობლოსთვის სიცოცხლე გაწირონ, ეს ნიშნავს, რომ სომხეთს აქვს და ექნება სუვერენიტეტი და სომხეთის სახელმწიფოებრიობა იქნება მარადიული“, - აღნიშნა მან.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია