მამუკა მდინარაძე - თუ ვინმეს ოდნავ მაინც ეჭვი ეპარება იმაში, რომ მოსახლეობის დიდ უმრავლესობას არ უნდა „მეორე ფრონტი“ და ამაში ქართულ პერსპექტივას ვერ ხედავს, მაშინ პლებისციტი ჩავატაროთ

თუ ვინმეს ოდნავ მაინც ეჭვი ეპარება იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას არ უნდა, რომ საქართველოში „მეორე ფრონტი“ იყოს და ამაში ქართულ პერსპექტივას ვერ ხედავს, მაშინ პლებისციტი ჩავატაროთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადება შეაფასა და განაცხადა, რომ არცერთ შემთხვევაში საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში არ ჩაერთვება.

„შემიძლია მათი პათოსისგან დამოუკიდებლად გითხრათ, რომ მართლაც შემაშფოთებელია მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორისგან პირდაპირი მოწოდება საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ. შეიძლება ვიღაცას მიაჩნდეს და ამაში ობიექტურობის ნიშანიც იყოს, რომ უკრაინას შეიძლება დაეხმაროს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ საქართველოს რა დაემართება ამ შემთხვევაში, ამაზე ეს ხალხი არ ფიქრობს. გარეთ რომ არ ფიქრობენ ვიღაცები, მათ შორის ის ადამიანი, ვინც ეს განცხადება გააკეთა, ეს გასაგებია, მაგრამ საქართველოში, საქართველოს მოქალაქეები, ქართული ოპოზიციური ძალები რომ არ ფიქრობენ ამაზე და ამას არ აკრიტიკებენ, არ ემიჯნებიან, ეს არის განსაკუთრებით შემაშფოთებელი. როდესაც პირდაპირ ამბობენ, მერე რა თუ საქართველო ომში ჩაერთვება და მიიღებს დარტყმას, რას ნიშნავს? ანუ, საქართველოსთვის რა შედეგით დამთავრდება, ვიღაცამ ხომ უნდა იფიქროს ამის შესახებ. ვიღაც ხომ უნდა გაემიჯნოს ქვეყნის შიგნით და თქვას, არა, ჩვენ ვემიჯნებით ამ პოზიციას. როდესაც ამ პოზიციის დასაყრდენი არ იქნება საქართველოში, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ზოგიერთი წარმომადგენელი თუ უკრაინის ხელისუფლების ხელს აიღებს ასეთ მოწოდებებზე, მაგრამ როდესაც ქვეყნის შიგნით არ ემიჯნებიან და ირიბად უდასტურებენ, აქ არის საფრთხეები და ეს შემაშფოთებელია. არცერთ შემთხვევაში საქართველო ომში არ ჩაერთვება, რაც არ უნდა მსგავსი მოწოდებები იყოს. ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ ქვეყანაში მშვიდობას, მაგრამ თავად ეს მოწოდებები არის საფრთხის შემცველი და შემაშფოთებელი“, - განაცხადა მდინარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებას ურჩევნია პარტნიორს და მეგობარს კადრს მიღმა, კულისებში ესაუბროს.

„თუ რამე გვაქვს ერთმანეთისთვის სათქმელი, ვისაუბროთ კულისებს მიღმა, თუნდაც პრეტენზიები წავუყენოთ, ვიკამათოთ, ვიდავოთ, რაღაც საკითხებში დავეთანხმოთ ან არ დავეთანხმოთ, ოღონდ არასაჯაროდ იმიტომ, რომ მგონია, ეს სწორი პოზიცია არ არის. დანარჩენი მათი საქმეა. მათ იმიტომ დატოვეს საპარლამენტო თანამდებობები, რომ უნდოდათ ასე ელაპარაკათ და ეს მათი პასუხისმგებლობა და მათი გადასაწყვეტია. არ ვამბობ რამეში ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები, ვამბობ იმას, რომ თუკი რამეა სათქმელი, გვირჩევნია კულისებში ვილაპარაკოთ. ბევრი საკითხია, რაშიც მათ ტყუილის თქმას ვერ დავწამებთ, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გვირჩევნია, პარტნიორს და მეგობარს ამ თემებზე კადრს მიღმა ველაპარაკოთ“,-განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისათვის, ე.წ. ოთხეულმა აშშ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა იმაში, რომ საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა სურთ. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, "ის რაც ღიად ვერ თქვა კელი დეგნანმა, მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის პირით შემოგვითვალეს".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა