აშშ-მა რუსებს, რომლებმაც უკრაინაში ომს ხელი შეუწყეს, დამატებითი სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსებს, რომლებმაც უკრაინაში ომს ხელი შეუწყეს, დამატებითი სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, ახალი სანქციების სამიზნეს 22 ფიზიკურ პირი და ორი ორგანიზაცია წარმოადგენს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები კომერციის დეპარტამენტთან და სახელმწიფო დეპარტამენტთან კოორდინაციით დაწესდა.

„როდესაც უკრაინა აგრძელებს წინსვლას საკუთარი თავისუფლების დაცვის კუთხით, დღეს ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რათა კიდევ უფრო დავაქვეითოთ რუსეთის უნარი, აღადგინოს თავისი შეიარაღებული ძალები, პასუხისგება დავაკისროთ დამნაშავეებს და მოვახდინოთ პუტინის შემდგომი ფინანსური იზოლაცია“, - განაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა ჯანეტ იელენმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე