აშშ-ის ელჩი - კითხვები მივიღე ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირებისგან, იმ პირების მოტივებზე, რომლებიც განაგრძობენ რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებისა და სიცრუის გამეორებას -  მათში დიდი დაბნეულობაა, რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად

საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირებისგან კითხვები მიიღო იმ პირების მოტივების შესახებ, რომლებიც განაგრძობენ რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებისა და სიცრუის გამეორებას.

როგორც ელჩმა განაცხადა, ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ.

ელჩის თქმით, ამგვარი კონსპირაციული თეორიების განმეორება მხოლოდ დაბნეულობას თესავს და კითხვებს აჩენს ქართველებს და ამერიკელებში, თუ რა მოტივი დგას მიმდინარე თავდასხმების უკან.

„ბოლო კვირებში კითხვები მივიღე ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირებისგან, რომლებიც სვამენ კითხვებს იმ პირების მოტივების შესახებ, რომლებიც განაგრძობენ რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებისა და სიცრუის განმეორებას. ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ. თუ მმართველი პარტია და მთავრობა არ ეთანხმება აღნიშნულს, აშკარად ცრუ ბრალდებებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის შეერთებული შტატების წინააღმდეგ, მაშინ არსებობს მოლოდინი,რომ ისინი მკვეთრად და მკაფიოდ გაემიჯნებოდნენ. ნამდვილად დასაფასებელია,რომ დაახლოებით, ერთი კვირის წინ პრემიერ-მინისტრმა თავისი პოზიცია გამოხატა ამის შესახებ. ეს დადებითად მიანიშნებდა, რომ უმაღლეს დონეზე მაინც ხდება იმის გაცნობიერება თუ რამდენად საზიანოა პრორუსული დეზინფორმაცია. ამგვარი კონსპირაციული თეორიების განმეორება მხოლოდ დაბნეულობას თესავს, აღრმავებს პოლარიზაციას და კითხვებს აჩენს ქართველებს და ამერიკელებში თუ რა მოტივი დგას მიმდინარე თავდასხმების უკან“,- განაცხადა ელჩმა „იმედთან" ინტერვიუში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს