NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოში ინტერნეტის მოხმარების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოში ინტერნეტის მოხმარების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

კერძოდ, მიმდინარე წლის აგვისტოს მონაცემებით, გამოკითხული მოსახლეობის 76% ინტერნეტს კვირაში ერთხელ მაინც მოიხმარს, მაშინ როდესაც იგივე მაჩვენებლი 2020 წლის აგვისტოში 71% იყო. ინტერნეტს უფრო იშვიათად იყენებს 5%, ხოლო არასდროს 19%.

კვლევის თანახმად, უფროსი ასაკის მოქალაქეებში, სოფლის ტიპისა და უმცირესობების დასახლებებში ინტერნეტის მოხმარება კვლავ შედარებით დაბალია. სოფლებში ინტერნეტს კვირაში ერთხელ მაინც გამოკითხულთა 67% მოიხმარს, 27% კი არასდროს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს