ოლაფ შოლცი - რუსეთის მოტივების სიცხადეს, ყოველ შემთხვევაში ვიდრე პუტინი პრეზიდენტია, კიდევ ერთი შედეგი აქვს - აღარ არის ეჭვი იმაზე, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ

გერმანიამ და ევროპამ პუტინის ამბიციებს ძლიერი ჯარები უნდა დაუპირისპიროს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესვერის კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მძიმედ შეიარაღებული ბირთვული სახელმწიფო, რუსეთის სახით, ძალის გამოყენებით ცდილობს ევროპაში საზღვრების შეცვლას და ეს რომ გამოსულიყო, ევროპა მრავალი წლით დაიხევდა უკან.

„ამაში ეჭვის შეტანა მხოლოდ იმათ შეუძლიათ, ვისაც არ გაუგია და არ წაუკითხავს რას ამბობს და წერს პრეზიდენტი პუტინი, რომელსაც სურს რუსეთის იმპერიალურ ძალად ჩამოყალიბება და ამავდროულად თავში ცარისტული რუსეთისა და სსრკ-ის დროინდელი რუკები აქვს“, - განაცხადა კანცლერმა.

როგორც შოლცმა აღნიშნა, ამასთან დასაპირისპირებლად გერმანიასა და მთლიანად ევროპას სჭირდება ძლიერი ჯარების ჩამოყალიბება.

„უახლოეს მომავალში პუტინის რუსეთი დაგვიპირისპირდება ჩვენ, ნატო-სა და ევროკავშირს, რომელსაც პუტინი, სხვათა შორის, არასოდეს აღიქვამდა სერიოზულ პოლიტიკურ მოთამაშედ საერთაშორისო არენაზე და ვის წინააღმდეგაც იბრძოდა“, - თქვა შოლცმა.

კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ ცივი ომის შემდგომ წლებში ბევრმა პოლიტიკოსმა, ბიზნესმენმა და მოქალაქემ ირწმუნა რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობისა და აქედან გაკვეთილი გამოიტანა.

„რუსეთის მოტივების სიცხადეს, ყოველ შემთხვევაში სანამ პუტინი პრეზიდენტია, კიდევ ერთი შედეგი აქვს: აღარ არის ეჭვი იმაზე, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ. პუტინის რუსეთი კი ნატოსთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს“, - აღნიშნა შოლცმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია