იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ 3 571.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 36.9%-ით მეტია

2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 571.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 36.9%-ით მეტია.

„საქსტატის“ ინფორმაციით, ადგილობრივი ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 69.6% შეადგენს.

აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31.2 %-ით გაიზარდა და 2 487.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2022 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 81.3 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი, სადაც ექსპორტმა 472.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რუსეთი 350.6 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის ექსპორტით და თურქეთი, სადაც 295.6 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის ექსპორტი განხორციელდა.

2022 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 683.8 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 365.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 14.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები192.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.7 პროცენტი).

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება