ალუდა ღუდუშაური - რადიკალი, მოკეკლუცო ჯგუფებისგან ადგილი აქვს დეპოლარიზაციის თაობაზე პუნქტის მიზანმიმართულ დარღვევას, რაც გვაფიქრებინებს, რომ მათი მიზანი არ არის ქვეყნის ევროინტეგრაცია

რადიკალი, მოკეკლუცო ჯგუფების მხრიდან ადგილი აქვს ევრორეკომენდაციებიდან დეპოლარიზაციის თაობაზე პუნქტის მიზანმიმართულ დარღვევას, რაც გვაფიქრებინებს, რომ მათი მიზანი არ არის ქვეყნის ევროინტეგრაცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ძირითადად არაარგუმენტირებული ბრალდებები ისმის.

"დღემდე არავის, ჰაერიდან მოტანილი ჭორაობის გარდა, დასაბუთებული, არგუმენტირებული პოზიცია არ წარმოუდგენია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანები ცრუობენ და არიან აყოლილები იმ ორკესტრირებულ შტურმს, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლო ხელისუფლების დაზიანებას და ზოგადად, ქვეყნის იმიჯის შელახვას. საზოგადოებას ვპირდები, ღიად, გამჭვირვალედ დაინახავს, ვისი პოზიციაა მართალი. რაც შეეხება რადიკალი ოპოზიციის კეკლუცობას, რომელიც ალტერნატიულ კანონპროექტებს და მსგავს აბსურდულ სისულელეებს აანონსებს, ეს წინააღმდეგობაშია რეკომენდაციებიდან ყველაზე მთავართან - დეპოლარიზაციასთან, რომელიც მიზნად უნდა ისახავდეს კონსოლიდაციას და არა დაყოფას. ამ რადიკალი, მოკეკლუცო ჯგუფების მხრიდან ადგილი აქვს ამ პუნქტის მიზანმიმართულ დარღვევას, რაც გვაფიქრებინებს ლეგიტიმურად, რომ მათი მიზანი არ არის ჩვენი, როგორც ქვეყნის პერსპექტივა და ევროინტეგრაცია,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს