შალვა პაპუაშვილი 4 ოპოზიციური პარტიის კოალიციად ფორმირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე - ყველა რადიკალური მიმართულებისაა - შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, მათ ჯამი გამოსდით „ნაციონალური მოძრაობა“

არანაირი პარტიული სიმრავლე ამ ფლანგზე არ არსებობს. ყველა რადიკალური მიმართულების პარტიაა. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მათ ჯამი გამოსდით „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას „ლელოს, „სტრატეგია აღმაშენებლის", „გირჩი -მეტი თავისუფლებასა" და „დროას" კოალიციად ფორმირების თაობაზე.

მისი თქმით, ქმნიან ფასადს, რომ თითქოს მრავალპარტიულობაა.

„საერთო ჯამში ვხედავთ, რომ ყველა რადიკალური მიმართულების პარტიაა. ამ პარტიის ლიდერები გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერები. შესაბამისად, სინამდვილეში არანაირი პარტიული სიმრავლე ამ ფლანგზე არ არსებობს. არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ნაწილები, რომლებიც ქმნიან ფასადს, თითქოს მრავალპარტიულობაა. სინამდვილეში არის ერთი მთლიანი. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მათ ჯამი ყოველთვის გამოსდით „ნაციონალური მოძრაობა“. ამ მხრივ არაფერი ახალი არ არის. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი თვალის ახვევის და ფასადი შექმნის. ეს გუნდი ყოველთვის ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდია“,- აღნიშნავს პაპუაშვილი.

ცნობისათვის, "ლელოს", "გირჩი - მეტი თავისუფლებას", "სტრატეგია აღმაშენებლის" და "დროას" შესაძლო გაერთიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დღეს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საუბარი არ არის კოალიციის შექმნაზე, არამედ საუბარია პროევროპულ მოძრაობაზე, რომლის ფარგლებშიც ყველა პროდასავლურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა