ირაკლი კობახიძე ე.წ. ოთხეულზე - ჩვენი სურვილია, რომ ფრაქციაში და პარტიაში წევრების რაოდენობა შენარჩუნდეს - მათ დააანონსეს გაფართოება, როგორც გავიგეთ დეპუტატების ხარჯზეც

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის რიგები არ შემცირდეს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათი სურვილია, რომ ფრაქციაში და პარტიაში წევრების რაოდენობა შენარჩუნდეს.

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ უმრავლესობის რიგები არ შემცირდეს. როგორც მოგეხსენებათ ეს ოთხი დეპუტატი არის უმრავლესობის წევრი. რაც შეეხება ფრაქციისა და პარტიის საკითხებს, ჩვენთვის პარტიასა და ფრაქციაში ჩვენი წევრების შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. ჩვენი სურვილია, რომ ფრაქციაში და პარტიაში წევრების რაოდენობა შენარჩუნდეს. ჩვენ ამაზე კონსულტაციები არ გვქონია. მათ დააანონსეს გაფართოება, როგორც გავიგეთ დეპუტატების ხარჯზეც“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა