ემანუელ მაკრონი და ლიზ ტრასი უკრაინის მხარდაჭერის გასაძლიერებლად კონტაქტების შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ შეინარჩუნონ კონტაქტები უკრაინის მხარდაჭერის გასაძლიერებლად.

მედიის ინფორმაციით, ლიდერებმა უკრაინაში, კერძოდ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო არსებულ სიტუაციაზე იმსჯელეს.

„ისინი შეთანხმდნენ, რომ შეინარჩუნონ კონტაქტები უკრაინის მხარდაჭერის გასაძლიერებლად სამხედრო, ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ დონეზე, ასევე საუკეთესოდ უპასუხონ კიევის საჭიროებებს“, - აცხადებენ ელისეის სასახლეში.

მათივე ინფორმაციით, მაკრონმა და ტრასმა გლობალურ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე რუსული აგრესიის გავლენა განიხილეს და ორივე ლიდერმა საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს მხრიდან

კოორდინირებული და ერთიანი მიდგომის სურვილი გამოთქვა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის