გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი - ვლადიმერ პუტინმა და მისმა მინისტრმა საკუთარი ცუდად აღჭურვილი ათიათასობით მოქალაქე სიკვდილზე გაგზავნეს

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება მობილიზაციის გამოცხადების შესახებ არის იმის აღიარება, რომ მისი უკრაინაში შეჭრა მარცხს განიცდის.

„მან და მისმა თავდაცვის მინისტრმა საკუთარი ცუდად აღჭურვილი ათიათასობით მოქალაქე გაგზავნეს სიკვდილზე. ვერავითარი მუქარა და პროპაგანდა ვერ მალავს იმ ფაქტს, რომ უკრაინა იგებს ამ ომს, საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია და რუსეთი ხდება გლობალურად გარიყული,“ - აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!