ლატვია რუსებს, რომლებიც მობილიზაციის გამო ქვეყნიდან გაიქცევიან, თავშესაფარს არ მისცემს

ლატვია უარს აცხადებს თავშესაფარი მისცეს რუსებს, რომლებიც ქვეყანას მობილიზაციის გამოცხადების გამო დატოვებენ, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა განაცხადა.

მინისტრმა გადაწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები დაასახელა.

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების საკითხს ნიდერლანდებისა და ჩეხეთის ხელისუფლებაშიც გამოეხმაურნენ.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ მობილიზაციის გამოცხადება პანიკის ნიშანია.

„მობილიზაციის გამოცხადება და რეფერენდუმების ჩატარებისკენ მოწოდება პანიკის ნიშანია. მისი რიტორიკა ბირთვულ იარაღზე არის ის, რაც აქამდე არაერთხელ გვსმენია. ეს ყველაფერი ჩვენთვის ცნობილი რიტორიკის ნაწილია“, - აღნიშნა რუტემ.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, პეტრ ფიალას შეფასებით კი ნაწილობრივი მობილიზაცია უკრაინაში დაწყებული ომის შემდგომი ესკალაციის მცდელობა.

„ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდგომი ესკალაციის მცდელობაა და კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთი ერთადერთი აგრესორია. საჭიროა უკრაინის დახმარება და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე“, - დაწერა პრემიერმა „ტვიტერში“.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის