დიტერ ბოდენი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში საქართველო უნდა იყოს ლიდერი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქართული მხრიდან ამას ვერ ვხედავ

თბილისსა და სოხუმს შორის მოლაპარაკებების პროცესში რუსეთის როლზე, უკრაინაში რუსულ აგრესიასა და უკრაინა-რუსეთის ურთიერთობების პერსპექტივებზე, ასევე უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების სავარაუდო პერსპექტივებზე „ინტერპრესნიუსი“ 1994-1997 წლებში საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელს, 1999-2002 წლებში აფხაზეთში (საქართველო) გაეროს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, დიტერ ბოდენს ესაუბრა.

- ბატონო დიტერ, მოგესალმებით თბილისიდან, სადაც თქვენ ბევრს, მათ შორის მეც მახსოვხართ. უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ფონზე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებმა გაგვახსენა თქვენი თავი და დაგირეკეთ...

- მადლობა რომ გახსოვართ და დამიკავშირდით...

- ამჯერად დაკავშირების მიზეზი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის უტიფარი გამოსვლა აღმოჩნდა, რომლის დროსაც მან განაცხადა - „რუსეთი არასდროს არ ერეოდა მეზობელი ქვეყნების საშინაო საქმეებში“.

ამ განცხადებამ გაგვახსენა 20 წელზე მეტი ხნის წინანდელი ისტორია, რომელიც თქვენს მიერ შემუშავებულ დოკუმენტს - „თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის შესახებ“ ეხებოდა, და რომელსაც თბილისში ქართული მედია მოკლედ „ბოდენის დოკუმენტსაც“ კი უწოდებდა.

მახსოვს, ამ თემაზე თბილისში ცხარე კამათი იყო. უკმაყოფილოები სჭარბობდნენ მომხრეებს, მაგრამ მასში ავად თუ კარგად საუბარი იყო საქართველოსა და აფხაზეთის ერთიან სახელმწიფოში არა მხოლოდ თანაარსებობაზე, არამედ თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე.

ეს იმიტომ გავიხსენე, რომ გაეროში თქვენს დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა იმხანად გაეროში რუსეთის ელჩმა სერგეი ლავროვმა. მესმის, რომ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ მინდა გთხოვოთ გაიხსენოთ ამ თემასთან დაკავშირებული ისტორია და ის პერიპეტიები, როცა რუსეთმა გაეროში დაბლოკა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პერსპექტივა...

- ამ თემაზე შემიძლია გითხრათ შემდეგი. ის, რაც ბატონმა ლავროვმა თქვა, საჭიროებს დიფერენცირებას. რა თქმა უნდა, რუსეთი ერეოდა საქართველოს საშინაო საქმეებში, მაგრამ მას ეს უნდა გაეკეთებინა, რადგან 90-იანი წლებიდან მონაწილეობდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების მცდელობებში.

რუსეთს კონფლიქტის მომგვარებლის მანდატიც ჰქონდა, მაგრამ საქმე იმაში გახლდათ, რომ საქართველოს კონფლიქტებში რუსეთს ყოველთვის ჰქონდა თავისი ინტერესები. რუსეთის ინტერესები არ იყო თანხვედრაში კონფლიქტის მონაწილე მხარეების ინტერესებთან.

რაც შეეხება თქვენს მიერ ნახსენებ 2001 წლის დოკუმენტს. უნდა ვთქვა, როცა ამ დოკუმენტზე მუშაობა გაეროს ეგიდით დავიწყეთ, ბატონო ლავროვი ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული და ცდილობდა მხარეებს შორის მიღწეულიყო თანხმობა.

მახსოვს, როცა ამ თემაზე მასთან მქონდა საუბრები გაეროს შტაბ-ბინაში 2000 წლის ნოემბერში, ლავროვმა მე პირობა მომცა, რომ იგი მხარს დაუჭერდა დოკუმენტს „თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის შესახებ.“ ამგვარი ვითარება დიდხანს არ გაგრძელებულა. 2-3 თვის შემდეგ რუსებმა თავად თქვეს უარი ამ თემაზე ადრე მიღწეულ შეთანხმებაზე.

2000 წლის ნოემბერში, ლავროვმა მე პირობა მომცა, რომ იგი მხარს დაუჭერდა დოკუმენტს „თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის შესახებ.“ ამგვარი ვითარება დიდხანს არ გაგრძელებულა. 2-3 თვის შემდეგ რუსებმა თავად თქვეს უარი ამ თემაზე ადრე მიღწეულ შეთანხმებაზე

ეს იყო მიზეზი იმისა, რომ გაეროს მცდელობიდან თბილისსა და სოხუმს შორის მოძებნილიყო კომპრომისული ვარიანტი, არაფერი გამოვიდა. მაშინ იყო შანსი გადადგმულიყო დიდი ნაბიჯი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ გამოვიდა.

- მას შემდეგ რაც ბატონმა ლავროვმა, როგორც გაეროში რუსეთის ელჩმა 2001 წელს უარი თქვა თქვენს მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე, იგი მალე გადაიყვანეს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრად.

სწორედ მისი გამინისტრების შემდეგ დაიწყო რუსეთმა აფხაზეთში რუსული პასპორტების დარიგება. ფორმალურად ეს პროცესი თითქოს „ქვემოდან დაიწყო“ და ასე გამოიყურებოდა - სოხუმში მოქმედმა „რუსულ სათვისტომოთა კონგრესმა“ თხოვნით მიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭებინათ აფხაზეთში მცხოვრები ეროვნებით რუსი მოქალაქეებისთვის.

ამ თემაზე აფხაზურ მედიაში ბევრი რამ დაიწერა და ვიცით, მაგრამ თქვენ თუ გახსოვთ როგორ დაიწყო რუსეთმა აფხაზეთში რუსული პასპორტების დარიგება...

- მე კარგად მახსოვს როგორ დაიწყო და მიმდინარეობდა ეს პროცესი სწორედ იმ წლებში. კონფლიქტურ ზონებში რუსული პასპორტების დარიგების ანუ პასპორტიზაციის პოლიტიკას რუსეთი სხვაგანაც ახორციელებდა. აფხაზეთში რუსული პასპორტების დარიგება რუსეთმა უფრო გვიან დაიწყო, ვიდრე სამხრეთ ოსეთში.

აფხაზეთში რუსული პასპორტების დარიგება რუსეთმა უფრო გვიან დაიწყო, ვიდრე „სამხრეთ ოსეთში“

ახლა რუსეთი იმავეს აკეთებს უკრაინაში. ასე ცდილობს რუსეთი იმ ტერიტორიების დაპყრობას, რომელიც სურს რომ დაიპყროს.

- ბრძანეთ, რომ რუსეთი ერეოდა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში და მას ამისთვის გაეროს მანდატი ჰქონდა. გვახსოვს, რომ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში შუამავლისა და მშვიდობისმყოფელის მანდატი რუსეთმა ოფიციალური თბილისის თანხმობით მიიღო.

დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის და დრომაც აჩვენა, რომ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში რუსეთისთვის გაეროს ეგიდით მშვიდობისმყოფელის სტატუსის განსაზღვრა თბილისის სერიოზული შეცდომა იყო.

თქვენ ასე არ ფიქრობთ?

- მე როცა საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელად ვმუშაობდი, კარგად მახსოვს, რომ აქტიურად ვთანამშრომლობდი რუსებთან. აფხაზეთში ცეცხლის შესაწყვეტად და მშვიდობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი ელემენტი იყო რუსი მშვიდობისმყოფელების საქმიანობა. ამ საქმეში მათ თავისი წვლილი მართლაც შეიტანეს.

მაგრამ, როგორც ვთქვი, რუსეთი ყოველთვის თავისი ინტერესებით ხელმძღვანელობდა. რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ისეთს, როგორც თავის გავლენის სფეროებად განიხილავდა.

მაშინ ბევრი საქართველოში, მათ შორის მეც, დარწმუნებული ვიყავით, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებაში გვჭირდებოდა რუსეთის მონაწილეობა. გვჭირდებოდა რუსეთთან საუბარი იმაზე, რომ რუსეთი თანახმა ყოფილიყო იმაზე, რომ ქართულ-აფხაზური დიალოგი დამოუკიდებლად ეწარმოებინათ კონფლიქტის მხარეებს. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა

გარდა იმისა, რომ მათ უნდოდათ ეს რეგიონები მისი გავლენის ქვეშ ყოფილიყვნენ, მოსკოვი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს თბილისზე ზეწოლისთვის იყენებდა. საქართველოს უნდოდა ყოფილიყო დამოუკიდებელი ქვეყანა, მაგრამ, ჩვენ ვსაუბრობთ პერიოდზე, როცა საქართველოს ბევრი რამ აკავშირებდა რუსეთთან.

მაშინ ბევრი საქართველოში, მათ შორის მეც, დარწმუნებული ვიყავით, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებაში გვჭირდებოდა რუსეთის მონაწილეობა. გვჭირდებოდა რუსეთთან საუბარი იმაზე, რომ რუსეთი თანახმა ყოფილიყო იმაზე, რომ ქართულ-აფხაზური დიალოგი დამოუკიდებლად ეწარმოებინათ კონფლიქტის მხარეებს. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.

- შესაძლოა ვცდები, მაგრამ როცა აფხაზეთზე ვფიქრობ, მახსენდება ომისშემდგომ წლებში თბილისსა და სოხუმს შორის პროცესები.

2008 წლის შემდეგ განვითარებული პროცესები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლება 1994-2007 წლებში უფრო „დამოუკიდებელი“ იყო, ვიდრე მას შემდეგ, რაც აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ რუსეთმა აღიარა...

- გეთანხმებით. მე ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, აფხაზეთი სულ უფრო მეტად ხდებოდა სწორედ რუსეთზე დამოკიდებული.

ინტერვიუს ჩაწერამდე ვისაუბრეთ იმაზე, რომ პრეზიდენტ პუტინის მიერ ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებსაც შეეხება.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, აფხაზეთი სულ უფრო მეტად ხდებოდა სწორედ რუსეთზე დამოკიდებული

დარწმუნებული ვარ აფხაზებისთვის ამგვარი „რუსული საჩუქარი,“ სასურველი საჩუქარი სულაც არ იქნება. აქამდე ვიცოდი, რომ აფხაზებს უნდოდათ ყოფილიყვნენ დამოუკიდებელი რუსებისგანაც. საქართველოსთან დამოკიდებულება გასაგებია, რომ ცალკე თემა და ისტორიაა.

- თუ სწორად მახსოვს რამდენიმე ხნის წინ იყავით აფხაზეთში. აფხაზეთში ყოფნის შესახებ თქვენს შთაბეჭდილებებს გავეცანი.

თქვენი შთაბეჭდილებაც მახსოვს - ახლა აფხაზეთი რუსეთზე ბევრად მეტადაა დამოკიდებული...

- შარშან ვიყავი აფხაზეთში. იმაზე, რომ აფხაზეთი რუსეთზე ბევრადაა დამოკიდებული, ხალხი ამაზე ხმამაღლა არ და ვერ საუბრობს, მაგრამ, ფაქტია, რომ ასეა. ჩემი დაკვირვებით ამგვარი ვითარებით არავინ არაა აღფრთოვანებული.

მათ შორის იმით, რომ მოსკოვმა სოხუმის ისტორიულ ცენტრში რუსეთის დიდი ციხესიმაგრის მსგავსი საელჩო ააშენა. თავად სოხუმში აშენებული რუსეთის საელჩოს შენობის მასშტაბები მიუთითებს იმაზე, რომ რუსულ-აფხაზური ურთიერთობები ნორმალური ნამდვილად არაა.

ის უფრო გახლავთ ზესახელმწიფოს უმცროს ძმასთან ურთიერთობის სიმბოლო.

- რადგან ბრძანეთ, რომ რუსეთი ქართულ-აფხაზურ დიალოგში აქტიურად ერეოდა, შეგიძლიათ ამის კონკრეტული მაგალითი გაიხსენოთ?

- ამ თვალსაზრისით შეიძლება ორ ეტაპზე საუბარი - ის, რაც იყო 2008 წლამდე, და რა ხდება 2008 წლის შემდეგ, ანუ, რუსეთის მიერ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარების შემდეგ.

2008 წლამდე რუსები გაეროს ოფისთან ყოველთვის თანამშრომლობდნენ, მაგრამ სულ იყო უკმაყოფილება იმით, რომ კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი მშვიდობისმყოფელები თავის თამაშს თამაშობდნენ.

უკმაყოფილებას სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოხატავდნენ, მაგრამ უკმაყოფილებებზე ხშირად საუბრობდა იქ მცხოვრები ხალხი და მოქალაქეები. ეს მე კარგად მახსოვს. ამას ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნებით.

2008 წლის შემდეგ აფხაზეთის ხელისუფლებამ გალისა და ზუგდიდის რაიონებს შორის საზღვარი გააძლიერა. მეტიც, ამის შემდეგ სოხუმი არ ცდილობდა ეწარმოებინა დიალოგი საქართველოსთან.

ქართულ-აფხაზურ დიალოგში და აფხაზების საქმეებში რუსების რეალურად ჩარევის ბევრი მაგალითი იყო, მათზე საუბარი შორს წაგვიყვანდა, რადგან ასეთი შემთხვევები საკმაოზე ბევრი იყო.

ქართულ-აფხაზურ დიალოგში და აფხაზების საქმეებში რუსების რეალურად ჩარევის ბევრი მაგალითი იყო, მათზე საუბარი შორს წაგვიყვანდა, რადგან ასეთი შემთხვევები საკმაოზე ბევრი იყო

თუმცა, ერთს გავიხსენებ. აფხაზურ ხელისუფლებას გალში მცხოვრები ქართველები უფლებების გარეშე ჰყავს დატოვებული. მე ამაში რუსეთის ხელს ვხედავ, რადგან ზუსტად ვიცი, რომ რუსეთის ინტერესებში არ იყო აფხაზებისა და ქართველების დაახლოება.

- გალში დაბრუნებულ მოსახლეობას ჯერ მისცეს, ხოლო შემდეგ ჩამოართვეს აფხაზური პასპორტები, ბავშვებს არ აქვს ქართულ ენაზე სწავლის უფლება.

თქვენ დროს გალის რაიონში ქართული სკოლები ფუნქციონირებდა, ახლა იქ არც ერთი ქართული სკოლა არაა. იქაური ბავშვები რუსულ სკოლაში იღებენ განათლებას...

- დიახ, ვადევნებ თვალს და ვიცი რომ ასეა. როცა აფხაზებთან საუბრის საშუალება მქონდა, ხშირად ვეუბნებოდი რომ ასე არ შეიძლებოდა.

ახლაც ვთვლი, რომ გალში არსებული ვითარება სოხუმის ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი თემაა.

- გვერდს ვერ ავუვლით იმას, რაც ახლა უკრაინაში ხდება. რუსეთი უკრაინაში ახლა იმას აკეთებს, რასაც თავის დროზე აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ აკეთებდა.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ ხდება?

- შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესებსა და იმას შორის, რასაც რუსეთი საქართველოში აკეთებდა არის ბევრი მსგავსება, მაგრამ განსხვავებაც ბევრია. ყველაზე დიდი განსხვავება იმაშია, რომ უკრაინაში რუსეთის საბოლოო მიზანია გაანადგუროს უკრაინელი ერი და უკრაინული სახელმწიფო. როცა მე საქართველოში ვმუშაობდი, არასდროს გამჩენია აზრი, რომ რუსებს საქართველოსთან მიმართებაში იგივეს გაკეთება უნდოდათ. ჩემი აზრით, ესაა განსხვავება.

უკრაინაში რუსეთის საბოლოო მიზანია გაანადგუროს უკრაინელი ერი და უკრაინული სახელმწიფო. როცა მე საქართველოში ვმუშაობდი, არასდროს გამჩენია აზრი, რომ რუსებს საქართველოსთან მიმართებაში იმავეს გაკეთება უნდოდათ. ჩემი აზრით, ესაა განსხვავება

იმიტომაა, რომ რუსეთის მიზნიდან გამომდინარე რუსეთ-უკრაინის ომი გამოირჩევა სისასტიკით.

- რა გაძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ იმ წლებში, როცა თქვენ საქართველოში მოღვაწეობდით, რუსებს არ უნდოდათ ქართული სახელმწიფოს განადგურება?

- რუსებს რომ ქართული სახელმწიფოს განადგურება უნდოდათ, ამაზე თავად არასდროს არაფერი არ უთქვამთ. რუსებს რომ ასეთი მიზანი ჰქონოდათ, რუსები მონაწილეობას არ მიიღებდნენ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების პროცესში. გასაგებია, რომ დროთა განმავლობაში რუსების პოზიციები ცვლილებას განიცდიდა.

დღეს ცხადია, რომ უკრაინაში რუსეთის მიზანი იმპერიულია. რუსებს უნდათ იმ ტიპის იმპერიის აღდგენა, რომელიც მათ სსრკ-ს დაშლამდე ჰქონდათ.

დღეს ცხადია, რომ უკრაინაში რუსეთის მიზანი იმპერიულია. რუსებს უნდათ იმ ტიპის იმპერიის აღდგენა, რომელიც მათ სსრკ-ს დაშლამდე ჰქონდათ

- როცა თქვენ საქართველოში მოგიწიათ მუშაობა სსრკ ახალი დაშლილი იყო და მოსკოვს ასეთი გეგმები ვერ ექნებოდა. ახლა მსოფლიოში სერიოზული ცვლილებებია მომხდარი, უკრაინის დასაცავად აქტიურადაა ჩაბმული აშშ, ევროკავშირი, მათ შორის გერმანია. უკრაინის საკითხში კოლექტიური დასავლეთი საკმაოდ კონსოლიდირებულია. მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რაც უკრაინის ომის ხანძლივობას გაზრდის, არის იმის მოლოდინი, რომ უკრაინა შეძლებს თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას...

- რეალობა გვაჩვენებს, რომ რუსებს დიდი პრობლემები აქვთ. თუნდაც ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებით მათი პრობლემები არ მოგვარდება. ალბათ პირიქით, მათ ქვეყნის შიგნით მეტი პრობლემები გაუჩნდებათ.

რაც შეეხება უკრაინას. უკრაინა დიდი ქვეყანაა, უკრაინა-რუსეთის ომი არც ერთი და არც ორი დღის საქმეა. რაც უფრო მეტ ხანს გაგრძელდება უკრაინა-რუსეთის ომი, მით მეტად დაზარალდება რუსეთის პრესტიჟი და იმიჯი. ასეა, რადგან უკრაინაში ომის დაწყებით და იმით, რასაც ახლა რუსეთი უკრაინაში აკეთებს, რუსეთმა უკვე დაკარგა საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში თავისი იმიჯი, როგორც მშვიდობის მსურველმა სახელმწიფომ.

რაც უფრო მეტ ხანს გაგრძელდება უკრაინა-რუსეთის ომი, მით მეტად დაზარალდება რუსეთის პრესტიჟი და იმიჯი

ყურადღებით ვუსმინე გაეროში გერმანიის კანცლერის გამოსვლას. სწორედ ამაზე ისაუბრა მან გაეროს ტრიბუნიდან რუსეთთან დაკავშირებით. ასე რომ არა მგონია რუსეთში გამოცხადებული მობილიზაცია იყოს უკრაინაში რუსეთის პრობლემების გადაწყვეტის საშუალება. ახლა რაც ჩანს ისაა, რომ მობილიზაციის გამოცხადება რუსეთს ქვეყნის შიგნით პრობლემებს შეუქმნის.

- სავარაუდოდ, რა შედეგით დასრულდება უკრაინაში რუსული ავანტიურა?

- მე დიდი იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდება უკრაინა-რუსეთის ომის ცხელი ფაზა და მხარეები შეთანხმდებიან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ფაქტია, რომ ომს უამრავი ხალხი ეწირება და რაც მეტი დრო გავა, მით სულ უფრო უარესი ვითარება იქნება.

- ეს გასაგებია, მაგრამ თქვენმა, ანუ გერმანიის კანცლერმა გაეროს ტრიბუნიდან განაცხადა, რომ „მშვიდობა უკრაინაში არ იქნება რუსეთის პირობებით?“

- მშვიდობისათვის რეალური ნაბიჯები რუსეთმა უნდა გადადგას. მოსკოვში უნდა ხვდებოდნენ, რომ რუსეთს უკრაინასთან გრძელვადიან ომში არ ეყოფა რესურსები. ვნახოთ, რა გავლენას იქონიებს ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება რუსეთის საშინაო ვითარებაზე.

- უკვე კარგა ხანია ცხადია, რომ უკრაინა-რუსეთის ომი კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება, მაგრამ, სავარაუდოდ, როგორი იქნება ამ ომის ბოლო?

- ყველა ომის მშვიდობით სრულდება. მხარეები უნდა შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე.

- უკრაინა, კოლექტიური დასავლეთი, მათ შორის თქვენი კანცლერი ამბობს, რომ კრემლის სცენარით მშვიდობა არ იქნება...

- - ყველა ომის მშვიდობით სრულდება. არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინაში მშვიდობის საკითხში უკრაინის, კოლექტიური დასავლეთის და გერმანიის კანცლერის ნათქვამი, ამ პროცესში ბოლო სიტყვა არ იყოს. ჩემი აზრით, ამგვარი პოზიცია შესაძლოა, ტაქტიკის ნაწილი იყოს.

არ გამოვრიცხავ, რომ მშვიდობის პირობების საკითხში უკრაინის, კოლექტიური დასავლეთის და გერმანიის კანცლერის ნათქვამი, ამ პროცესში ბოლო სიტყვა არ იყოს. ჩემი აზრით, ამგვარი პოზიცია შესაძლოა, ტაქტიკის ნაწილი იყოს

ფაქტია, რომ რუსეთს ომის საწარმოებლად შეზღუდული რესურსები აქვს.

- სწორად მივხვდი - გაქვთ იმედი, რომ რუსები თავად გავლენ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან?

- არ ვიცი, მხოლოდ იმას ვამბობ, რომ რაღაც კომპრომისული ვარიანტი უნდა იყოს მოძებნილი. ახლა რაშიც დარწმუნებული ვარ, არა მგონია რუსები ყირიმიდან გავიდნენ. ამის წარმოდგენა მიჭირს.

სხვა საკითხია სხვა ტერიტორიები. ლუგანსკისა და დონბასის ე.წ. რესპუბლიკები, როგორც ისინი თავის თავს უწოდებენ და კიდევ ის ტერიტორიები, რომელიც რუსეთს ახლა აქვს ოკუპირებული.

ყველა ომი მშვიდობით მთავრდება. მშვიდობა მხოლოდ კომპრომისებით მიიღწევა. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა მხარეები უკრაინა-რუსეთის ომის რამე კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმებას

ახლა ორივე მხარე თავისი მიზნების მაქსიმუმზე საუბრობს - რუსები იმაზე, რომ უნდათ დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნება, ხოლო უკრაინელები იმავე ტერიტორიების, მათ შორის ყირიმის გათავისუფლებაზე საუბრობენ.

ყველა ომი მშვიდობით მთავრდება. მშვიდობა მხოლოდ კომპრომისებით მიიღწევა. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა მხარეები უკრაინა-რუსეთის ომის რამე კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმებას.

- საუბარი ისევ აფხაზეთის თემით უნდა გავაგრძელოთ და დავასრულოთ. უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე სულ უფრო ცხადად ჩანს, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით არსებული სტატუს-კვო ვერ შენარჩუნდება. ადრე თუ გვიან, აფხაზეთის საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტის საკითხი დღის წესრიგში დადგება.

ვითარებას ართულებს ის გარემოება, რომ აფხაზეთი დღეს რუსეთის მხარეს იბრძვის. „პრეზიდენტმა“ ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთი მზადაა შევიდეს კავშირში. რა კავშირზეა საუბარი რთულია თქმა, რადგან, თუ რუსეთ-ბელორუსის კავშირზეა საუბარი, ბელორუსმა თუ ამ ე.წ. „კავშირს“ თავი არ დააღწია, ეს ქვეყანას სუვერენიტეტს აშკარად დაკარგავს.

უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე თქვენ როგორ გესახებათ აფხაზური კონფლიქტის გადაწყვეტის შესაძლებლობა?

- ვფიქრობ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ძალიან ართულებს აფხაზეთის საკითხს. ახლა რუსეთსა და დასავლეთს შორის პოლარიზაციის ისეთი ფონია, ვერ წარმომიდგენია, რომ აფხაზეთის საკითხში მხარეებმა შეძლონ კომპრომისული ვარიანტის მოძებნა. მიჭირს წარმოდგენა, რომ რომ რუსები აფხაზეთის საკითხში რამენაირ კომპრომისებზე წავლენ. ამის გათვალისწინებით აფხაზეთის საკითხში იმედისმომცემ პერსპექტივას ვერ ვხედავ.

ახლა რუსეთსა და დასავლეთს შორის პოლარიზაციის ისეთი ფონია, ვერ წარმომიდგენია, რომ აფხაზეთის საკითხში მხარეებმა შეძლონ კომპრომისული ვარიანტის მოძებნა. მიჭირს წარმოდგენა, რომ რომ რუსები აფხაზეთის საკითხში რაიმენაირ კომპრომისებზე წავლენ. ამის გათვალისწინებით აფხაზეთის საკითხში იმედისმომცემ პერსპექტივას ვერ ვხედავ

აფხაზეთში ომი დიდი ხანია დასრულებულია, მაგრამ 1992-1993 წლების ომმა აფხაზურ საზოგადოებას ღრმა ტრავმები დაუტოვა. ამდენი დროა ომის დასრულებიდან გასული და მხარეებს შორის ჯერაც არაა დაწყებული ნდობის აღდგენის პროცესი. ეს პროცესი კი აუცილებელია იმისთვის, რომ მხარეებმა შეძლონ საქმიანი და შედეგიანი საუბარი ერთმანეთთან კონფლიქტის საბოლოოდ მოგვარებაზე.

საუბრის დასაწყისში ვთქვი და ახლაც გავიმეორებ. აფხაზეთის საკითხის გადასაწყვეტად ჩვენ გვჭირდება რუსეთი. რუსულ-აფხაზური ურთიერთობები იმდენად მჭიდრო იყო და ახლაც ისეთი მჭიდროა, რომ აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტა რუსეთის გარეშე შეუძლებელია.

აფხაზეთის საკითხის გადასაწყვეტად ჩვენ გვჭირდება რუსეთი. რუსულ-აფხაზური ურთიერთობები იმდენად მჭიდრო იყო და ახლაც ისეთი მჭიდროა, რომ აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტა რუსეთის გარეშე შეუძლებელია

აფხაზებმა კიდეც რომ მოისურვონ ქართველებთან დიალოგი და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოინდომონ, რუსების გარეშე თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთობები არ იმუშავებს.

უკრაინაში არსებული ვითარების გათვალისწინებით მიჭირს იმის წარმოდგენა, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს საქართველოსა და აფხაზეთს შორის არსებული კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგების პროცესი.

უკრაინაში არსებული ვითარების გათვალისწინებით მიჭირს იმის წარმოდგენა, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს საქართველოსა და აფხაზეთს შორის არსებული კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგების პროცესი

- თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით რას ურჩევდით ერთი მხრივ თბილისს, ხოლო მეორე მხრივ სოხუმს?

- როგორც უკვე ვთქვი, ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია მხარეებს შორის გაჩნდეს ნდობა. ამისთვის მხარეებმა უნდა გადადგან ნაბიჯები, რომ სასაზღვრო რეგიონებში ხალხის უპრობლემო გადაადგილებისთვის საჭირო კლიმატი შეიქმნას. რამდენადაც ვიცი, ახლა იქ ამ თვალსაზრისით სერიოზული შეზღუდვებია დაწესებული.

მხარეებმა უნდა გააგრძელონ 1992-193 წლებში დაღუპულების ნეშტების გადასვენების პროცესი. ჩემს დროს ამისთვის ბევრი გავაკეთეთ, მაგრამ რამდენადაც ვიცი, კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

მხარეთა წარმომადგენლებს რაც უფრო მეტ საერთო ინტერესი ექნებათ, ეს მეტად წაადგება მათ შორის ნდობის აღდგენას. ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში საქართველო უნდა იყოს ლიდერი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქართული მხრიდან ამას ვერ ვხედავ

ვიცი რომ მხარეებს შორის იდგმება შემხვედრი ნაბიჯები ჯანდაცვის და სხვა ჰუმანიტარულ სფეროებში. რაც უფრო მეტი ინტენსიურობით განვითარდება ეს პროცესები, ეს მეტად წაადგება მხარეებს შორის ნდობის აღდგენას.

კარგი იქნება თუ სამეგრელოსა და აფხაზეთის სასაზღვრო რეგიონში გააქტიურდება მხარეებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები. რაც უფრო მეტი საერთო ინტერესი ექნებათ მხარეთა წარმომადგენლებს, ეს წაადგება ნდობის აღდგენის პროცესს.

ამის კარგი მაგალითია ენგურჰესის მუშაობა. ენგურჰესი ჯერჯერობით ერთადერთი დიდი პროექტია, რომელშიც მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ. მხარეებს შორის არა ერთი სერიოზული დაძაბულობის მიუხედავად ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსები აგრძელებდნენ ერთმანეთთან წარმატებულ თანამშრომლობას.

მხარეთა წარმომადგენლებს რაც უფრო მეტ საერთო ინტერესი ექნებათ, ეს მეტად წაადგება მათ შორის ნდობის აღდგენას. ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში საქართველო უნდა იყოს ლიდერი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქართული მხრიდან ამას ვერ ვხედავ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა