თეა წულუკიანი - ჩვენ უფრო სოციალურ ქსელებს ვანიჭებთ უპირატესობას - მე ვიღებ გადაწყვეტილებას, რომელ ტელევიზიას მივცემ ინტერვიუს, რომელს - არა

კულტურისა და სპორტის მინისტრის თეა წულუკიანის განაცხადებით, როგორც მინისტრი და ინდივიდი, ის თავად იღებს გადაწყვეტილებას, რომელ მედიას მისცემს ინტერვიუს, კომენტარს და რომელს - არა.

როგორც მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კულტურის სამინისტრო მედიას ინფორმაციას აწვდის, მაგრამ, როდესაც ისინი, მაგალითად, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე გამოფენაზე უსვამენ კითხვას, წულუკიანის თქმით, მას აქვს უფლება, არ უპასუხოს.

„ჩვენ მედიას ინფორმაციას ვაწვდით. მაქვს იმის ჯანსაღი ამბიცია, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი სამინისტრო, რომელიც დღე ერთია და არაერთ ინფორმაციას აწვდის სოციალური ქსელებით, ეს არის ჩვენი ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდი. თუ ვებგვერდია საჭირო, ჯერ არ გვაქვს, მაგრამ გვექნება, თუმცა თანამედროვე სამყაროში ალბათ, „ფეისბუქი“ არცთუ ისე ცუდია, ინტერაქტიურია და არცთუ ისე ბევრი რამის მოსმენისა და გაზიარების საშუალებას იძლევა. ვებგვერდი აუცილებლად გვექნება, თუმცა, ეს არ არის მთავარი სამუშაო ინსტრუმენტი. ჩვენ უფრო სოციალურ ქსელებს ვანიჭებთ უპირატესობას და მედიას ინფორმაცია მიეწოდება. ასევე, მედია თავისუფალია, რომ დასვას შეკითხვები, მაგრამ მე, როგორც ერთი მინისტრი, არავის წავუშლივარ როგორც ინდივიდი. როგორც მინისტრი და ინდივიდი, მე ვიღებ გადაწყვეტილებას, რომელ ტელევიზიას მივცემ ინტერვიუს, კომენტარს და რომელს არა. როდესაც გამოფენას ვხსნი, გამოფენის გახსნის დათვალიერება არის შეუძლებელი იმიტომ,რომ მაგალითისთვის ვსაუბრობ ცნობილ მხატვარზე ან ექსპონატზე, დაგსდევენ და გეუბნებიან: „სააკაშვილს შია“. მერე რა გავაკეთო ახლა მე, თუ პირობითად კრაწაშვილის გამოფენაზე მიშას შია? ამ დროს, ვიცით, რომ არ შია. შესაბამისად, მაქვს უფლება ვთქვა, რომ ამ თემაზე თქვენთან საუბარს არ ვაპირებ, ეს არის ჩემი უფლება და კანონში არ წერია, რომ ამის უფლება არ მაქვს. მედია აქ არის და მინდა ძალიან კარგად გაიგონ, რომ მე ვიღებ გადაწყვეტილება, რომელ მედიასაშუალებას დაველაპარაკო, როგორც ერთი მინისტრი და რომელს არ დაველაპარაკო, მაგრამ სამინისტრო ვალდებულია ინფორმაცია გაავრცელოს და ამას აკეთებს ქალბატონი ნინო აბრამაშვილი, რომელიც არის მოწოდებული იმისთვის, რომ მუდმივად იყოს მედიასთან კონტაქტზე და ამუშაოს ის ვებგვერდი, სადაც ყველაფერი იდება, რაც სამინისტროში ხდება“,-განაცხადა წულუკიანმა.

ჩვენ უფრო სოციალურ ქსელებს ვანიჭებთ უპირატესობას და მედიას ინფორმაცია მიეწოდება. ასევე, მედია თავისუფალია, რომ დასვას შეკითხვები, მაგრამ მე, როგორც ერთი მინისტრი, არავის წავუშლივარ როგორც ინდივიდი. როგორც მინისტრი და ინდივიდი, მე ვიღებ გადაწყვეტილებას, რომელ ტელევიზიას მივცემ ინტერვიუს, კომენტარს და რომელს არა. როდესაც გამოფენას ვხსნი, გამოფენის გახსნის დათვალიერება არის შეუძლებელი იმიტომ,რომ მაგალითისთვის ვსაუბრობ ცნობილ მხატვარზე ან ექსპონატზე, დაგსდევენ და გეუბნებიან: „სააკაშვილს შია“. მერე რა გავაკეთო ახლა მე,

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა