არმაზ ახვლედიანი - გაერო-ში პრემიერის გამოსვლის ტექსტში სიტყვების გარდა არაფერია - 12 პუნქტის შესრულება ხდება ძალდატანებით, ოროსანი მოსწავლე მხოლოდ იმიტომ რომ ეცდება ერთი ქულით მეტი მიიღოს, რომ საყვედური არ უთხრან, ყური არ აუწიონ, არ დასცინონ

ჩვენი პარტნიორები შესანიშნავად, ჩვენზე უკეთაც ხვდებიან, რა გაორებასთან გვაქვს საქმე. ხვდებიან, რომ აქ სიტყვების გარდა პრაქტიკულად არაფერია, - ასე ეხმაურება პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი არმაზ ახვლედიანი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ში სიტყვით გამოსვლას, სადაც მან განაცხადა, რომ თორმეტპუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაში „წინსვლა გვაქვს და გრაფიკსაც ვუსწრებთ წინ“.

არმაზ ახვლედიანის განცხადებით, ევროკავშირის 12 პუნქტიან რეკომენდაციებს „ქართული ოცნება“ ძალდატანებით ასრულებს და ყველაფერი მოჩვენებითად კეთდება.

„საქართველო ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს, ამაში ვეთანხმები პრემიერს, მაგრამ ამ მთავრობის პირობებში ის ამას ვერ მიაღწევს. ეს რიტორიკა, რომ ჩვენ გადაჭარბებით, გეგმაზე ადრე ვასრულებთ მოთხოვნებს, რა საბჭოთა რიტორიკაა. ვისაც გვახსოვს ის პერიოდი, ვხვდებით საიდან მოდის ეს ტერმინოლოგია. თავად ევროპელი კოლეგები, ჩვენი პარტნიორები შესანიშნავად ხვდებიან, ჩვენზე უკეთაც ხვდებიან, რა გაორებასთან გვაქვს საქმე. ისინი ხვდებიან, რომ აქ სიტყვების გარდა პრაქტიკულად არაფერია და ხშირად ეს სიტყვებიც კი ანტიდასავლურია, ამინდის მიხედვით, გააჩნია, რა აწყობთ, დღეს ასე იტყვიან, ხვალ სრულიად საპირისპიროს.

12 პუნქტის შესრულება იცით როგორ ხდება? ძალდატანებით. ოროსანი მოსწავლე რომ მხოლოდ იმიტომ ეცდება, სადღაც ერთი ქულით მეტი მიიღოს, სახლში საყვედური არ უთხრან, ვინმემ არ დასცინოს, ვინმემ ყური არ აუწიოს და ა.შ. ეს კი არ კეთდება გააზრებულად, რომ ეს არის მართლა შენი ინტერესი, შენი ამოცანა, არამედ მოსაჩვენებლად აკეთებენ, რაც ყველაზე დიდი უბედურებაა“, - განაცხადა რამაზ ახვლედიანმა.

არმაზ ახვლედიანმა გადაცემაში სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ „ქართული ოცნებისგან“ სამართლიანი არჩევნები რომ მოიპოვოს, სამი რამ არის აუცილებელი: საზოგადოების მტკიცე პროტესტი, ოპოზიციის მეტად პასუხისმგებლიანობა და თანმიმდევრულობა და მესამე, დასავლეთის სწორი, ადეკვატური ჩართვა ამ პროცესში.

„მეჩვენება, რომ სამი რამ არის, რაც ერთობლიობაში აიძულებდა „ქართულ ოცნებას“, რომ აღეძრას სურვილი იმისა, რომ გადადგას ყველა კონკრეტული ნაბიჯი სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ეს არის უპირველესად ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის მტკიცე პროტესტი და მოთხოვნა. მეორე ისაა, რომ ოპოზიცია, ჩემი ჩათვლით, უნდა იყოს მეტად პასუხისმგებლობიანი, გააზრებული ნაბიჯები უნდა გადადგას, შეთანხმებული, არ ვამბობ, რომ ჩვენ ერთი ვიყოთ, შეუძლებელია დღევანდელ ოპოზიციურ სპექტრში, მაგრამ არის რაღაც წერტილები, რაღაც გარემოებები, რაღაც სახელმწიფოებრივი ინტერესები, რომელმაც შეიძლება სრულიად განსხვავებულიც კი გააერთიანოს, ჩვენ ამას ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ. ოპოზიციას აკლია პასუხისმგებლობა, თანმიმდევრულობა, არსებული კრიზისის სწორად აღქმის უნარი... მესამე გარემოება დასავლეთია, მათი სწორი, ადეკვატური, საჭირო დოზით ჩართულობის გარეშე საკითხი ვერ მოგვარდება საქართველოში. სამივე პუნქტთან მიმართებაში პრობლემა გვაქვს.

გამოსავალი არის ერთადერთი, ის, რომ ავუხსნათ ჩვენს საზოგადოებას, რომ ახლა დგება მომენტი, როდესაც თუ ვერ მივიღებთ გარანტიებს სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად და ვერ ჩავატარებთ ასეთ არჩევნებს, მაშინ ვრჩებით ხელმოცარული და რჩება დრო ერთი რამისთვის, არ ვიცი ისიც განხორციელდება თუ არა, რევოლუციური სცენარი. ვისაც ეს სურს არ ვიცი, მე ეს არ მსურს“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

თენგიზ ცერცვაძე - შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღეს საქართველოში მოსახლეობის COVID უსაფრთხოება საიმედოდ არის დაცული და პანდემია არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ცხოვრების ხარისხზე
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
არჩილ მორჩილაძე - ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში სახელმწიფო შესყიდვების უმეტესობა ხელს უწყობს ქვეყანაში პოლიფარმაციას და გაუმართლებლად ზრდის დაზღვევის ღირებულებას
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2022
შეზღუდული პერიოდით “სკიო გუდაური” ბინებს არასეზონურ ფასად გაყიდის
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, თბილისში ახალი მრავალფუნქციური სივრცე „კომბინატი - Combinaty“ იხსნება
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო