მევლუთ ჩავუშოღლუ - ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია უკრაინაში ომის დასრულებას არ აახლოებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციაზე და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება არ აახლოებს უკრაინას ომის დასრულებასთან.

„ჩვენ მომხრე ვართ დიალოგისა და მოლაპარაკებების ორი ქვეყნის პრეზიდენტების მონაწილეობით. რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის ომის უარყოფითი გავლენა ყველაზე და ყველა სფეროზე ისახება", - აცხადებს თურქეთის სახელმწიფო სააგენტო Anadolu-სთან ინტერვიუში საგარეო საქმეთა მინისტრი.

ის ირწმუნება, რომ თურქეთი გააგრძელებს ყველა ძალისხმევას მოსკოვსა და კიევს შორის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი