BBC - მობილიზაციის გამო რუსეთიდან გამოქცეული მოქალაქეების ნაწილი ყაზახეთში კინოთეატრში ათევს ღამეს

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ქვეყნიდან გაქცეული რუსებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი ყაზახეთია, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ყაზახეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, 20 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე დასავლეთ ყაზახეთის ოლქში რუსეთის დაახლოებით 9 ათასი მოქალაქე ჩავიდა. საზღვარზე საკმაოდ გრძელი რიგებია და ყაზახეთის სასაზღვრო ქალაქებში საცხოვრებლის პოვნა ძალიან გართულებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, ყაზახეთში, ურალსკში მდებარე კინოთეატრ CinemaPark-ის ხელმძღვანელობამ რუსები ღამის გასათევად კინოდარბაზში მიიწვია.

„ხალხი რეალურად შეშინებული და დაბნეული იყო. მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ღამის გასათევ ადგილს ვერ პოულობდნენ. შევკრიბეთ ოთხი დარბაზი და ეს არის დაახლოებით 200 ადამიანი“, - ციტირებს კინოთეატრის დირექტორს ადგილობრივი მედია.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა