ირაკლი კობახიძე - კონფლიქტები, რომელიც ახლა „ნაცმოძრაობის" შიგნითაა, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებისათვის ძალიან კარგია - რაც უფრო დასუსტდება „ნაცმოძრაობა", პოლიტიკური სისტემისა და დეპოლარიზაციისთვის მით უკეთესი იქნება

კონფლიქტები, რომელიც ახლა პარტია „ნაციონალური მოძრაობის" შიგნით არის, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებისათვის ძალიან კარგია - რაც უფრო დასუსტდება „ნაცმოძრაობა", პოლიტიკური სისტემისა და დეპოლარიზაციისთვის მით უკეთესი იქნება, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძის თქმით, "ქართული ოცნება" პროცესს გარედან აკვირდება და "მასში ჩარევისა და ხელგასვრილი ადამიანებით ხელის გასვრის არავითარი ინტერესი არ გააჩნია".

კობახიძის აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით არსებული დაპირისპირება და პოლარიზაცია ქვეყანაში არსებული გარემოს დეპოლარიზაციას შეუწყობს ხელს.

"პოლარიზაციამ, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკურ სისტემაში შემოჰქონდა, "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით გადაინაცვლა, რაც ბუნებრივია, არის ძალიან კარგი. "ნაციონალურ მოძრაობაში" არის შიდა დინებები, არის უამრავი კერძო ინტერესი და არის ოლიგარქების ინტერესები.

ბოლო დღეებში განსაკუთრებით ერთ-ერთი ოლიგარქის დავით კეზერაშვილის ინტერესების გამოიკვეთა. არის კიდევ მეორე ოლიგარქის - მიხეილ სააკაშვილის ინტერესები, რომელიც ცალკე იკვეთება. არის ამ ინტერესების დაპირისპირება, რაც ძალიან კარგია. ეს ხელს შეუწყობს პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებას - რაც უფრო სუსტია "ნაცმოძრაობა", მით უფრო ძლიერია საქართველოში პოლიტიკური სისტემა და მით უფრო დაბალია პოლარიზაციის ხარისხი.

ამ ეტაპზე კეზერაშვილი არის რადიკალური ოპოზიციის მთავარი ფინანსური დონორი, რომელმაც გადაწყვიტა ნიკა მელიას გვერდის ავლით "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული პირებისა და ორგანიზაციების დაფინანსება, რაც პარტიის შიგნით დაპირისპირების მიზეზი გახდა. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ დეოლიგარქიზაცია არის საქართველოს მთავარი გამოწვევა და პოლიტიკური პროცესიდან ოლიგარქების ჩამოცილება არის ის, რასაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ - ამ კუთხით ევროკავშირის რეკომენდაცია ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია