რუსეთის თავდაცვის უწყება - სამინისტრო არ გეგმავს მიმართოს ყაზახეთის, საქართველოს და სხვა ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებს, იქ მყოფი რუსეთის მოქალაქეების იძულებით დაბრუნებაზე

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს არ მიუმართავს და არც გეგმავს მიმართოს ყაზახეთის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებს, რუსების იძულებით დაბრუნებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

„რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, არ გაუგზავნია, არ შეუმუშავებია და არ გეგმავს მიმართვას ყაზახეთის რესპუბლიკის, საქართველოს, სხვა ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებისადმი იქ მყოფი რუსეთის მოქალაქეების იძულებით რუსეთში დაბრუნების შესახებ", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარატ ახმეჟანოვმა სამშაბათს განაცხადა, რომ მობილიზაციისთვის ძებნილი მოქალაქეები რუსეთში ექსტრადირებული იქნებიან, თუ ისინი ძებნილთა სიაში მოხვდებიან.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის