VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე

VISA და „ბიბლუსი“ ერთგულ მომხმარებელს სრულ ასორტიმენტზე 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

მათ, ვისაც სასკოლო სამზადისი ჯერ არ დაუსრულებია ან დიდი ხანია, სასურველ წიგნებზე აქციას ელოდება, აქვს შანსი, ყველაფერი კიდევ უფრო მისაღებ ფასად მოიმარაგოს.

აღსანიშნავია, რომ აქცია ვრცელდება უკვე ფასდაკლებულ პროდუქციაზეც და იმოქმედებს მინიმუმ 60 ლარიან შენაძენზე, მხოლოდ სამი დღით: 28, 29 და 30 სექტემბერს როგორც ფილიალებში, ისე „ბიბლუსის“ ვებგვერდზე.

„ბიბლუსი“ 14-წლიანი ისტორიის მანძილზე თავის პარტნიორებთან ერთად ზრუნავს საქართველოში წიგნის პოპულარიზაციასა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. სეზონური და სადღესასწაულო შეთავაზებებიც სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება.

კომპანია 2008 წელს და­არ­სდა. მისი პირ­ვე­ლი მა­ღა­ზია იო­სე­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე ყო­ველ­დღი­უ­რად ასო­ბით წიგ­ნის მოყ­ვა­რულს სტუმ­რობ­და. ამ პე­რი­ოდ­ში მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე თუ კლა­სი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნი­მუ­შე­ბი ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ იყო, ამი­ტომ გაჩ­ნდა იდეა, ჯერ თბი­ლის­ში, შემ­დეგ კი რე­გი­ო­ნებ­ში გახ­სნი­ლი­ყო მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი. დღეს, „ბიბლუსი“ მთელი საქართველოს მასშტაბით 76 წიგნის მაღაზიასა და ათასობით ერთგულ მკითხველს აერთიანებს.

­(R)

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე