ყოფილი მეუღლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ლევან ასლანიშვილის საქმის წარმოება შეწყდა, რისი მიზეზიც ექსპერტიზის დასკვნა გახდა

ყოფილი მეუღლის, თამარ ჭეიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ლევან ასლანიშვილის საქმის წარმოება შეწყდა. ბრალის შეწყვეტის მიზეზი სასამართლოში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა გახდა, რომლითაც ლევან ასლანიშვილის ფსიქიკურად შეურაცხადობა დასტურდება.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ასლანიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაივლის მკურნალობას.

ცნობისთვის, 23 მაისს, ლევან ასლანიშვილმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეს - დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. ასლანიშვილი ყოფილ მეუღლეს ბავშვთა პროსტიტუციაში ჩართვაში ადანაშაულებდა, როგორც ბრალდებულმა განმარტავდა, დანაშაული სწორედ იმის გამო ჩაიდინა, რომ აღნიშნულის შესახებ შეიტყო.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ პრიმა“, ,,ვ’’ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 11 პრიმა 381 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში