მიხეილ სარჯველაძე ლუკაშენკოს „ვიზიტზე“ - საქართველოს დამოკიდებულება იქნება უკომპრომისო და ამას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მივუდგებით შემწყნარებლურად

საქართველოს დამოკიდებულება იქნება უკომპრომისო და ამას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მივუდგებით შემწყნარებლურად, - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ სარჯველაძემ ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს ის პროცესია, სადაც ვერც ერთ შემთხვევაში, საქართველო პრინციპული პოზიციიდან უკან ვერ დაიხევს.

"საქართველოს დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, იქნება უკომპრომისო და ამას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მივუდგებით შემწყნარებლურად. კონკრატულად რა ნაბიჯი რის შემდეგ იქნება, რა თქმა უნდა, წინასწარ თქმა გამიჭირდება, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ის პროცესი, სადაც ვერც ერთ შემთხვევაში, ამ პრინციპული პოზიციიდან საქართველო უკან ვერ დაიხევს და რასაკვირველია, ვერავის მივცემთ საშუალებას უკან დაიხიოს სხვამაც, როდესაც საკითხი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეხება", - განაცხადა სარჯველაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მას არ ჰგონია საქმე ლუკაშენკოს მხრიდან აფხაზეთის აღიარებამდე მივიდეს.

„ნებისმიერი მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების გადადგმა ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე აბსოლუტურად მიუღებელია”,- განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს. მისი თქმით, აფხაზეთთან არა მხოლოდ „მეგობრობის ხიდის“ აშენება, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები სურთ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო