სომხეთის საელჩო - 28 სექტემბერს, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთის მიმართულებით, რის შედეგადაც სომხურ მხარეს ჰყავს 3 დაღუპული

28 სექტემბერს, სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე უკანონოდ განთავსებულმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ნაღმტყორცნებითა და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, ცეცხლი გაუხსნეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთის მიმართულებით, რის შედეგადაც სომხურ მხარეს ჰყავს სამი დაღუპული, - ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.

სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული მორიგი პროვოკაცია, წარმოადგენს 13 სექტემბერს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ დაწყებულ ფართომასშტაბიან აგრესიის გაგრძელებას - საერთაშორისო თანამეგობრობისა და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების მხრიდან გაჟღერებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნების თაობაზე მოწოდებების აშკარა უგულებელყოფას.

„ეს ადასტურებს სომხური მხარის შეშფოთებას, რომ აზერბაიჯანი აპირებს გააგრძელოს ძალის გამოყენება და გაატაროს თავისი მაქსიმალისტური პოლიტიკა.

მეტიც, აზერბაიჯანის ამნაირი პროვოკაცია მიზნად ისახავს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ჩაშლას, რომლის ორგანიზება განიხილება.

შექმნილ ვითარებაში მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ნაბიჯების გადადგმითა და შესაბამისი მექანიზმების გამოყენებით, მოახდინოს ზეწოლა აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მკაცრი დაცვისა, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიიდან გაყვანისა და ახალი აგრესიების აღკვეთისათვის.

სომხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას გაეროს წესდებით გათვალისწინებული ყველა საშუალებით”, - აღნიშნულია განცხადებაში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ