გიორგი ვაშაძე - ორ ირაკლის ვეკითხები: აფხაზეთში ლუკაშენკოს ჩასვლაზე რაიმე ნაბიჯის გადადგმას აპირებთ თუ არა?! თუ არც ერთი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებთ, ნიშნავს, რომ მოსკოვიდან დაგირეკეს და გითხრეს, რომ ზედმეტი არ მოგივიდეთ!

ვეკითხები ორ ირაკლის: აფხაზეთში ლუკაშენკოს ჩასვლასთან დაკავშირებით ხმამაღალი განცხადებების გარდა, რაიმე ნაბიჯის გადადგმას აპირებთ თუ არა ?! თუ არც ერთი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებთ, ნიშნავს, რომ მოსკოვიდან დაგირეკეს და გითხრეს, რომ ზედმეტი არ მოგივიდეთ! - ასე მიმართა ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტი არის ღია და დაუფარავი აგრესიული ქმედება ჩვენი ქვეყნის მიმართ.

"ჩვენ "ქართული ოცნების" ლიდერთა მხრიდან გულზე მჯიღის ცემის და მკაცრი განცხადებების კასკადი ვნახეთ. ახლა თუ აპირებთ რაიმეს გაკეთებას, მაშინ გამოდით და გვითხარით, რა ქმედით ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლებაში მყოფი "ქართული ოცნება", რომელიც ამდენი ხანი რუსეთს კვერს უკრავდა და მისი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიების - ჩვენი ძირძველი მიწის - დამოუკიდებლობის აღიარებისთვის ემზადება. ერთ ირაკლის და მეორე ირაკლის, ერთ პრემიერს და მეორე პრორუსული პარტიის თავმჯდომარეს ვეკითხები, გარდა თქვენი "ბობოქარი" განცხადებებისა რაიმე ქმედების განხორციელებას აპირებთ თუ არა?! თუ არ განახორციელებთ არც ერთ ქმედებას, ჩაითვლება, რომ თქვენ რუსეთიდან დაგავალეს დროზე გაჩუმდეთ! თუ რაიმე ქმედებას განახორციელებთ, ამას შემდგომ შევაფასებთ თუ რა ტიპის იქნება ეს ქმედება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს