1-ელი იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, „ხმაურის შესახებ კანონის“ დარღვევის 213 შემთხვევა გამოვლინდა

მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, „ხმაურის შესახებ კანონის“ დარღვევის 213 შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე აცნობეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლით (დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება) გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტი 112 იურიდიული და 32 ფიზიკური პირის მხრიდან გამოვლინდა.

ცნობისთვის, 2021 წელს „ხმაურის შესახებ კანონის“ დარღვევის 170 ფაქტი გამოვლინდა, მათგან 26 ფიზიკური, 85 კი იურიდიული პირი იყო.

ინფორმაციისთვის, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების პირველად გადამეტება ფიზიკური ან იურიდიული პირის გაფრთხილებას იწვევს, ხოლო ამავე სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში მისი განმეორებით ჩადენა ფიზიკური პირის - 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის – 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას იწვევს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა