ზურაბ ჯაფარიძე - უკრაინას იმხელა მორალური უპირატესობა აქვს, მოსალოდნელია ნატო-ს წევრებმა არაორდინალური გადაწყვეტილება მიიღონ - ნორმალური ხელისუფლება რომ გვყავდეს, საქართველოსაც უნდა შეჰქონდეს განაცხადი

ევროკავშირმა თუ „დაგვაპაშოლა“ და გვითხრა, მზად არ ხართ, რადგან ხელისუფლება გყავთ შესაცვლელიო, ნატო-ს პასუხიც იგივე იქნება - არ გამოვრიცხავ, უკრაინასთან მიმართებით არაორდინალური გადაწყვეტილება მიიღონ, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც უპასუხა ნატო-ში უკრაინის მიერ განაცხადის შეტანის თაობაზე დასმულ შეკითხვას.

ჯაფარიძის თქმით, განაცხადი საქართველოსაც უნდა შეჰქონდეს, „ნორმალური ხელისუფლება რომ გვყავდეს, მაგრამ იმედი, რომ დღეს ეს ხელისუფლება რამეს გააკეთებს, არ უნდა გვქონდეს“.

„ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი არ არის იმდენად გამაღიზიანებელი რუსეთისთვის და პუტინისთვის, რამდენადაც ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანება იქნება. ნატო არ არის მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო ალიანსი. ნატო იგივე ტიპის რეფორმებს ითხოვს, რასაც ევროკავშირი“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

კითხვაზე, რამდენად რეალურია ნატო-ში უკრაინის განაცხადი და რა გადაწყვეტილება შეიძლება იქნეს მიღებული ამასთან დაკავშირებით, ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა არაორდინალური გადაწყვეტილება მიიღონ.

„პროგნოზის გაკეთება რთულია. უკრაინას იმხელა მორალური უპირატესობა აქვს, მოსალოდნელია, რომ არაორდინალური გადაწყვეტილება იქნას მიღებული უკრაინასთან მიმართებით ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. არც ამ შემთხვევაში გამოვრიცხავ, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმაც არაორდინალური გადაწყვეტილება მიიღონ“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ცნობისთვის, უკრაინა ნატო-ში შესვლის განაცხადს აკეთებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინამ ხელი მოაწერა განცხადებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული შესვლის შესახებ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა