არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია ითხოვს ერთსიტყვიანი კანონი იქნას მიღებული და იქ ჩაიწეროს მხოლოდ სახელი და გვარი, ვის მიმართაც პოლიტიკური შურისძიება ამოძრავებთ

ოპოზიცია ითხოვს ერთსიტყვიანი კანონი იქნას მიღებული და იქ ჩაიწეროს მხოლოდ სახელი და გვარი, ვის მიმართაც პოლიტიკური შურისძიება ამოძრავებთ, რაც 2012 წლის არჩევნებში იმ ისტორიულ წაგებას უკავშირდება, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" იწვნია,- ასე ეხმიანება ვიცე- სპიკერი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის კრიტიკას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის უკრაინული ვერსიის ქართულ კანონმდებლობაში გადმოტანაზე.

მისივე თქმით, უკრაინული ვერსიის თანახმად, ოლიგარქის კრიტერიუმს ოპოზიციის რიგებში რამდენიმე პირი, პირველ რიგში კი, დავით კეზერაშვილი აკმაყოფილებს და სწორედ ამიტომ არ მოსწონს ოპოზიციას ეს მოდელი.

„ნაციონალურ მოძრაობას" და რადიკალურ ოპოზიციას 2012 წელს აქვს მიღებული ძალიან სერიოზული პოლიტიკური ტრავმა და ამოძრავებთ ერთადერთი - პოლიტიკური შურისძიება ივანიშვილის მიმართ, სწორედ აქედან გამომდინარეობს მათი განცხადებები. ისინი ატყუებენ საზოგადოებას - ევროკავშირს სინამდვილეში არ უთქვამს, რომ ისეთი კანონი უნდა იქნას მიღებული, რომელშიც პირდაპირ ჩაიწერება ერთადერთი სახელი და გვარი, თან იმ ადამიანის, რომელმაც შეიტანა უმნიშვნელოვანესი წვლილი ქვეყნის დემოკრატიულ რეფორმებში. ევროკავშირმა თქვა, რომ უნდა იყოს შემუშავებული რეგულაცია, რაც ჩამოაყალიბებს კრიტერიუმებს, თუ ვის შეიძლება შეეხოს კანონი ოლიგარქიის რეგულირების შესახებ და პირდაპირ გეტყვით, თუ ჩვენ გადმოვიღებთ იმ მოდელს, რომელიც თავის დროზე მოსწონდა "ნაციონალურ მოძრაობას", იქ მოცემულია 4 კრიტერიუმი და ის პირველი, ვისაც ეს კრიტერიუმები შეეხება, გახლავთ რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელი და მის გუნდში არსებული ოლიგარქები, პირველ რიგში ეს არის კეზერაშვილი, რომელიც 4- დან 3 კრიტერიუმს აკმაყოფილებს,"- განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა