დავით კირკიტაძე მმართველ გუნდს - თავის დროზე, თქვენ რომ ხელისუფლებაში ყოფილიყავით ზვიად გამსახურდიასაც საზღვრის უკანონო კვეთის მუხლით გაასამართლებდით

თავის დროზე, თქვენ რომ ხელისუფლებაში ყოფილიყავით ზვიად გამსახურდიასაც საზღვრის უკანონო კვეთის მუხლით გაასამართლებდით, - ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან მმართველ გუნდს.

როგორც დავით კირკიტაძე განმარტავს, დეპოლარიზაცია ვერ მოხდება ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ტყვეობაში იმყოფებიან.

„ერთი წელი შესრულდა, რაც თქვენ მურუსიძის სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობაში გყავთ მიხეილ სააკაშვილი. ადამიანი, რომელმაც უამრავი რამ გააკეთა ამ ქვეყნისთვის. იმის მოშველიება, რომ მან თითქოს საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და ამისთვის იხდის სასჯელს არარელევანტურია. თავის დროზე, თქვენ რომ ხელისუფლებაში ყოფილიყავით ზვიად გამსახურდიასაც საზღვრის უკანონო კვეთის მუხლით გაასამართლებდით. მასაც თავის დროზე მოუწია სამშობლოს დატოვება, როგორ სააკაშვილს, ზუსტად იგივე ძალები იბრძოდნენ მის წინააღმდეგ, ვინც დღეს იბრძვის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

დეპოლარიზაცია ვერ მოხდება, სანამ თქვენ მურუსიძის სასამართლოს გადაწყვეტილებით ტყვეობაში გყავთ მიხეილ სააკაშვილი, აბსურდული ბრალით სასჯელს იხდის ნიკა გვარამია. თუ გსურთ შემცირდეს დეპოლარიზაცია და გადავიდეთ რეალურად პრობლემის მოგვარებაზე, გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია“,- აღნიშნავს კირკიტაძე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი