ანდრეი კასიანოვი - ახალი ელჩის დანიშვნის საკითხი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგშია - ეს საკითხი უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებით, საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგშია.

მისივე თქმით, ეს საკითხი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სხვადასხვა ფორმატშიც განიხილა.

„ახალი ელჩის დანიშვნის საკითხი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგშია. ეს იყო, ასევე, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განიხილეს უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა პრაღაში გამართული არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში და ასევე სუამის ფორმატში“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა