უკრაინის საგარეო სამინისტრო - ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის განკარგულებას ბათილად მივიჩნევთ

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულებას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გაკონტროლების უკანონო მცდელობასთან დაკავშირებით, ბათილად მივიჩნევთ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან დანაშაულებისა და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევების გრძელ სიას დღეს დაემატა კიდევ ერთი - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გაკონტროლების უკანონო მცდელობა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულებას ბათილად მივიჩნევთ. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ამ დანაშაულს, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს რისკებსა და საფრთხეებს ბირთვული უსაფრთხოების სფეროში, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაციასთან“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყება ევროკავშირს, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს და სხვა პარტნიორებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ განიხილონ რუსული სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესება. საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მოუწოდებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წევრ ქვეყნებს, შეზღუდონ თანამშრომლობა რუსეთთან, რომელიც მიმართავს მთელ მსოფლიოს აშკარა ბირთვულ შანტაჟს.

ამასთან, უკრაინის საგარეო უწყება რუსეთს ატომური ელექტროსადგურის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფას სთხოვს.

„მოვითხოვთ რუსეთის მხრიდან, უზრუნველყოს უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოება და ხელშეუხებლობა, რომლებიც განაგრძობენ ატომურ ელექტროსადგურზე კრიტიკული ფუნქციების შესრულებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მსოფლიო თანამეგობრობის ყველა წევრის ძალისხმევის მაქსიმალური მობილიზების აუცილებლობას, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სწრაფი დეოკუპაციისა და უკრაინის კონტროლის ქვეშ მისი დაბრუნების მიზნით.

„ეს არის ერთადერთი გზა ბირთვული უსაფრთხოების სფეროში არსებული საფრთხეების აღმოსაფხვრელად“, -აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განკარგულება გასცა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ობიექტები რუსეთის ფედერალურ საკუთრებაში გადავიდეს. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით, კრემლის ლიდერმა შესაბამისი ბრძანებულებას ხელი უკვე მოაწერა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა