შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური წელი ღვაწლმოსილი პროფესორების დაჯილდოებით გაიხსნა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური წელი ღვაწლმოსილი პროფესორების დაჯილდოებით გაიხსნა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი დაესწრო და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დააჯილდოვა ღვაწლმოსილი პროფესორები, რომლებსაც უნივერსიტეტში აკადემიური საქმიანობის 20 წელზე მეტი უწყვეტი სტაჟი აქვთ და 2021-2022 სასწავლო წლის სამეცნიერო საქმიანობაში ყველაზე პროდუქტიული აფილირებული პროფესორები.

ნომინაციაში ღვაწლმოსილი პროფესორები დაჯილდოვდნენ: პროფესორი ნათელა დოღონაძე, პროფესორი ირაკლი როდონაია, პროფესორი თამარ შიოშვილი, ასოცირებული პროფესორი მალხაზ ჩახნაშვილი.

ნომინაციაში „2021-2022 სასწავლო წლის სამეცნიერო საქმიანობაში ყველაზე პროდუქტიული აფილირებული პროფესორი“, წარმატებული სამეცნიერო საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ: ასოცირებული პროფესორი აზერ დილანჩიევი, პროფესორი ნათელა დოღონაძე, ასოცირებული პროფესორი მეთინ მერჯანი, პროფესორი ნიკა ჩიტაძე და ასოცირებული პროფესორი კახაბერ ჯაყელი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა უნივერსიტეტის მოწვეულ ლექტორს მიხეილ გვათუას.

როგორც უნივერსიტეტის რექტორმა დოქტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა განაცხადა, უნივერსიტეტი მუდმივად ცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროვე ტენდენციებს.

„ჩვენ ვთავაზობთ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ისეთი გარემოს, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია სტუდენტის, აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მეცნიერის თანამედროვე მოთხოვნებზე, შესაბამისად, ყოველდღიურ საქმიანობაში, სხვადასხვა სერვისის დანერგვის პროცესში ვცდილობთ, ვიხელმძღვანელოთ იმ საერთაშორისო სტანდარტებით, რასაც დღეს მსოფლიოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო საზოგადოება გვთავაზობს.“ - აღნიშნა რექტორმა.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 1995 წელს დაარსდა. ამჟამად უნივერსიტეტში მოქმედებს 39 ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს