დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს სკოლებში 6 311 უსტატუსო მასწავლებელი მუშაობს

დღევანდელი მდგომარეობით, სკოლებში 6 311 უსტატუსო მასწავლებელი მუშაობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საათობრივი დატვირთვა ამ ეტაპზე სულ 55 565 პედაგოგს აქვს, რომელთა განაწილება სტატუსების მიხედვით ასეთია: მენტორი 299; წამყვანი - 7 748; უფროსი 38 041; პრაქტიკოსი - 2 601.(არაქართულენოვანი სკოლების/სექტორის პრაქტიკოსი მასწავლებელი 2022-2023 სასწავლო წლის ბოლომდე ინარჩუნებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს); მაძიებელი - 565.

ინფორმაციისთვის, უსტატუსოა მასწავლებელი, რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში არაა ჩართული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დროებითი ხელშეკრულების საფუძველზეა დასაქმებული.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი