გია ცაგარეიშვილი - „კრედიტ სუისთან“ პრობლემები დაიწყო 2008 წელს, როცა სააკაშვილი იყო ხელისუფლების სათავეში და „ნაციონალური მოძრაობა“ განაგებდა ქვეყანას

ბევრი საეჭვო გარემოება ემთხვევა ერთმანეთს - „კრედიტ სუისთან“ პრობლემები დაიწყო 2008 წელს, როცა სააკაშვილი იყო ხელისუფლების სათავეში და „ნაციონალური მოძრაობა“ განაგებდა ქვეყანას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, როცა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრობს, მიანიშნებს თუ არა იმას, რომ მისი აზრით, შვეიცარიული ბანკის გადაწყვეტილების უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას, ცაგარეიშვილი პასუხობს, რომ „ამ ადამიანებისგან არაფერს გამორიცხავს“.

„საქმე ერთი შეხედვით ძალიან მარტივად არის: ჩემი მოსაზრებით, ეს არის თაღლითობა, განსაკუთრებული დაფიქრებით, ბოროტებით ჩადენილი, წინასწარ განჭვრეტილი შედეგებით. ადამიანს გასტაცეს ასობით მილიონი დოლარი და ითხოვს ამ თანხების დაბრუნებას. რატომ უკვირს საზოგადოებას, რომ ივანიშვილს სურს დაიბრუნოს ასობით და ათასობით დოლარი, რომელიც მოპარეს და უქმნიან ყოველდღიურად უზარმაზარ პრობლემებს ამ თანხების უკან დაბრუნების საქმეში. ის იბრძვის და დარწმუნებული ვარ, ბოლო ცენტამდე დაიბრუნებს ამ თანხას. მე არაფერს გამოვრიცხავ ამ ადამიანებისგან, ჯერ კიდევ მათი მმართველობის ბოლო წლებში იგრძნეს, რომ ივანიშვილი აპირებდა აქტიურ თანამონაწილეობას პოლიტიკაში, მაშინ იგეგმებოდა უამრავი მზაკვრული ნაბიჯი მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ, შესაბამისად, არაფერს გამოვრიცხავ,“ - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია