„ვივამედის“ გენერალური დირექტორი სააკაშვილზე -  ამ ეტაპზე პაციენტის ვიტალური პარამეტრები არ არის კრიტიკული და განაგრძობს თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობას

კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე-კუზანოვა მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას პასუხობს, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტთან უცხოელი ექსპერტის, ჯეიმს კობის შეშვების თაობაზე მოთხოვნას ეხება.

როგორც წერილში არის აღნიშნული, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის ვიტალური პარამეტრები არ არის კრიტიკული და ის განაგრძობს თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობას და ზედამხედველობას.

„მოგახსენებთ, რომ პაციენტი სააკაშვილი მკურნალობს კლინიკა „ვივამედში“ 2022 წლის 12 მაისიდან დღემდე თერაპიულ განყოფილებაში კვალიფიციური ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ჩვენთვის მისი ისევე, როგორც ყველა პაციენტის გამოჯანმრთელების სადარაჯოზე დგომა უპირველეს ვალს და ვალდებულებას წარმოადგენს. მის მკურნალობაში მუდმივად ჩართულნი არიან მოწვეული სპეციალისტები როგორც კლინიკის, ასევე პაციენტის მხრიდან.

თქვენს მიერ მოწერილ მოთხოვნაზე, რომ კლინიკას აქვს უფლება უცხო ქვეყნის სპეციალისტი დროებით დამოუკიდებელი საექიმო მომსახურებისთვის მოიწვიოს, თუ პაციენტს აღენიშნება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა ან ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე პაციენტის ვიტალური პარამეტრები არ გახლავთ კრიტიკული და განაგრძობს თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობას და ზედამხედველობას. იგი ამ ეტაპზე არ საჭიროებს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადაყვანას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ამისთვის კლინიკა სრულ მზადყოფნაშია როგორც ექიმი სპეციალისტების, ასევე აპარატურული მხარდაჭერის კუთხით.

რაც შეეხება James Carpinter Cobey-ს შემოყვანას, რომლის სპეციალიზაცია გახლავთ ტრავმატოლოგია-ორთოპედია, მსგავსი კრიტიკული მდგომარეობის განვითარების შემთხვევაში მისი დახმარება ვერ იქნება ჯეროვანი. ხოლო გეგმურად ან ერთჯერადად კონკრეტულად ზემოთ ხსენებული ექიმის კლინიკაში შემოყვანა სცილდება ჩვენს კომპეტენციას. როდესაც მას მიენიჭება საექიმო საქმიანობის უფლება ექიმთა პროფესიული ასოციაციების რეკომენდაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ, ჩვენი მხრიდან არანაირი შეფერხება არ ექნება, ისევე როგორც არაერთ სხვა შემთხვევაში“, - აღნიშნულია ნინო ნადირაძე-კუზანოვას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებას მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო