ავთანდილ ენუქიძე ნინო ლომჯარიას - სახალხო დამცველი დღეს უკრაინელებზე თუ ლაპარაკობ, მილიონ 200 ათასი კაცი მოკვდა ავღანეთში, სადაც ჩვენი ხალხი ჩასული იყო და 44 კაცი მოკვდა იქ, მაგრამ თქვენ ამაზე ხმას არ იღებთ - ისინი ხალხი არ იყვნენ?

სახალხო დამცველი დღეს უკრაინელებზე თუ ლაპარაკობ, მილიონ 200 ათასი კაცი მოკვდა ავღანეთში, სადაც ჩვენი ხალხი ჩასული იყო და 44 კაცი მოკვდა იქ, მაგრამ თქვენ ამაზე ხმას არ იღებთ. ისინი ხალხი არ იყვნენ? - ასე მიმართა „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა ავთანდილ ენუქიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას.

მისივე თქმით, სახალხო დამცველი პოლიტიკური პირის მსგავსი განცხადებებით არ უნდა გამოდიოდეს. ენუქიძის თქმით, პოლიტიკური განცხადებების კეთება არც ერთი სახალხო დამცველის პოზიცია არ არის, „თუ ის ყველა ხალხის დამცველია“.

„მე არ ვარ მომხრე, რა აგრესიასაც რუსეთი უკრაინაში აწარმოებს, მაგრამ მთელ მსოფლიოს ნუ იძახით. სახალხო დამცველი დღეს უკრაინელებზე თუ ლაპარაკობ, მილიონ 200 ათასი კაცი მოკვდა ავღანეთში, სადაც ჩვენი ხალხი ჩასული იყო და 44 კაცი მოკვდა იქ. ისიც იმ სახელმწიფოსთან მეგობრობის გულისთვის, რომელსაც ჩვენ ყველა სტრატეგიულ მეგობარს ვუძახით. მაგრამ თქვენ ამაზე ხმას არ ღებთ. რატომ ისინი არ განვიხილეთ? ისინი ხალხი არ იყვნენ?“ - განაცხადა ენუქიძემ.

მან ასევე, მმართველი გუნდის დეპუტატებს მიმართა და „ქართულ ოცნებას“ სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატის დაყენებისკენ მოუწოდა.

„მე იმის მოწინააღმდეგეც ვიყავი, რომ კანდიდატს არ აყენებთ. რატომ არ აყენებთ? საქართველოს მოსახლობის უმრავლესობამ აგირჩიათ, ვის უკეთებთ ამ რევერანსებს, რომ კანდიდატურას არ აყენებთ? დააყენეთ კანდიდატურა და გაიყვანეთ ის თქვენი კანდიდატურა. აიღეთ პასუხისმგებლობა ყველაფერზე, სახალხო დამცველზეც და ყველაფერზეც“, - აღნიშნა ავთანდილ ენუქიძემ.

მან აქვე განაცხადა, რომ ის მომხრე არ არის საერთოდ ქვეყანაში სახალხო დამცველი იყოს.

„თუმცაღა მე მომხრე არა ვარ, რომ საერთოდ ომბუდსმენი იყოს, იმიტომ, რომ ჩვენ სწორება ამერიკის შეერთებულ შტატებზე გვაქვს და მათ ხომ უნდა მივბაძოთ? და აი, მივბაძოთ რა და არ იყოს“, - განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო