გიორგი გახარიას პარტიის წევრები საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის წესს ეხება, მხარს არ დაუჭერენ

პარტია "საქართველოსთვის" ერთ -ერთი ლიდერის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის წესს ეხება, მისი პარტია მხარს არ დაუჭერს.

როგორც დაუშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების" მიზანი არა რეალური, არამედ ფასადური ცვლილებებია, რომელიც მართლმსაჯულების სისტემას ვერ შეცვლის.

"პროკურორის არჩევის წესის ცვლილების ცალკე აღებული პროექტი სწორია იმიტომ, რომ კვალიფიციური უმრავლესობით გენერალური პროკურორის არჩევა ნიშნავს იმას, რომ კომპრომისის საფუძველზე უნდა მოხდეს ამ მნიშვნელოვანი პოზიციის დაკომპლექტება. თუმცა, ჩვენთვის ამ პროექტის მხარდაჭერა რთულია იმიტომ, რომ "ოცნება" ნაგლეჯებს გვთავაზობს მაშინ, როდესაც პრობლემა და გამოწვევა მთლიანად მართლმსაჯულების ჯაჭვშია. ცალკე აღებული ამ ცვლილების მიღება მართლმსაჯულების ჯაჭვს არ და ვერ გააუმჯობესებს, ვერ გადაჭრის იმ პრობლემებს, რომელიც მართლმსაჯულების ჯაჭვშია. შესაბამისად, ჩვენ ამ პროექტს მხარს არ დავუჭერთ. პროცესში მონაწილეობა არ ნიშნავს, რომ აპრიორი მხარი უნდა დავუჭიროთ.

"ოცნების" მიზანი ის კი არ არის, რომ მთლიანად მართლმსაჯულების სისტემა გაჯანსაღდეს და პირველ რიგში, სასამართლო სისტემა იყოს მიუკერძოებელი პარტიული ინტერესებისგან და პარტიული ვერტიკალისგან, არამედ, მათი მიზანია რაღაც შეცვალონ იმიტომ, რომ კონკრეტული საკითხი "მოპწიჩკონ", ამას კი შინაარსი ვერ ექნება და ვერ შეცვლის მთლიანად მართლმსაჯულების ჯაჭვს. ამიტომ არის შეუძლებელი ამ პროექტის მხარდაჭერა. ამ ცვლილებას "ოცნება" იმიტომ დათანხმდა, რომ ამაზე საუბარია 12-პუნქტიან რეკომენდაციებში და ამაზე გვერდის ასავლელი გზა ვერ იპოვეს. არადა, იმ პუნქტში, რომელზეც ვსაუბრობთ, ცალსახად წერია, რომ სრულად უნდა იყოს თავისუფალი მართლმსაჯულების მთლიანი ჯაჭვი",- განაცხადა დაუშვილმა.

ცნობისთვის, ამ წუთებში, პარლამენტში, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა იმართება. კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს. თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს. მეორე და მესამე კენჭისყრა შესაბამისი წინა კენჭისყრიდან არაუადრეს 28-ე დღისა ტარდება და კენჭი ერთსა და იმავე კანდიდატს ეყრება. მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წელია.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე