პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 4 პირი

სამართალდამცავებმა თბილისში, შიდა ქართლსა და სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს და 4 პირი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცავებმა ერთ-ერთი დაკავებულის, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და საბრძოლო ვაზნები ამოიღეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისში, შიდა ქართლსა და სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს და 4 პირი დააკავეს.

დანაშაულები 3-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1983 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, მ.ი. თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და საბრძოლო ვაზნები.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1992 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი თ.კ. გორში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და საბრძოლო ვაზნები ამოიღეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1969 წელს დაბადებული გ.ა., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 23 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

რაც შეეხება, 1974 წელს დაბადებული მ.ნ. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ფოთში დააკავეს.

მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება