"სისხლის სამართლის კოდექსს"  ახალი ნორმა ემატება, რომელიც საქართველოში შესვლის მიზნით, ქორწინებაზე იძულებას ან პირის დაყოლიებას, დანაშაულად აცხადებს

"სისხლის სამართლის კოდექსს" ახალი ნორმა ემატება, რომელიც დანაშაულად აცხადებს საქართველოში შესვლის მიზნით, ქორწინებაზე იძულებას და პირის დაყოლიებას, თუ ამას მოჰყვება ქვეყანაში შემოსვლისკენ მიმართული კონკრეტული ქმედებები.

კანონის პროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტის ბიუროს 10 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება, ქორწინების იძულების მიზნით პირის დაყოლიება საქართველოში შემოსასვლელად, თუ ამას მოჰყვა ქვეყანაში შემოსვლისკენ მიმართული ქმედებები, დაისჯება - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ცვლილებებით, ქორწინების (მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულება, დაისჯება - საზოგადოებისათვი სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

კანონპროექტით კონკრეტდება, რომ თუ ზემოთ აღნიშნული ქმედება ჩადენილი იქნება - წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; არაერთგზის; ოჯახის წევრის მიმართ;

გენდერის ნიშნით, დაისჯება - თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი