შალვა ხაჭაპურიძე - სააკაშვილის წინააღმდეგ „ბულინგია“ - იმდენად დაიძაბა სიტუაცია ჩემსა და სამედიცინო პერსონალს შორის, პატრულის გამოძახებასაც კი ვაპირებდი

იმდენად დაიძაბა სიტუაცია ჩემსა და სამედიცინო პერსონალს შორის, რომ პატრულის გამოძახებასაც კი ვაპირებდი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სააკაშვილის მიმართ ექიმების მიერ განხორციელებულ „ბულინგზე“ საუბრისას განაცხადა.

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, კითხვების დასმის გამო, ექიმები ადვოკატებს „იბარებდნენ“ და „საქმეს ურჩევდნენ“.

„წამალი იყო აღმოჩენილი და ამ წამალთან დაკავშირებით დაცვის მხარეს გაგვაჩნდა კითხვები. ამერიკელმა ექსპერტმაც კითხვა დაგვისვა, ეს წამალი რომ ეძლევა, რა მიზნით ეძლევა? - დავსვით კითხვა და ეს კლინიკამ მიიღო საკმაოდ მტკივნეულად.

„ბულინგი“ გამოიხატებოდა იმაში, რომ მასთან შევიდა ექიმი და უთხრა, რომ „შენი ადვოკატები ასე იქცევიან, პრობლემებს ქმნიან“. შემდეგ გვიან ღამით, შემოთვალეს, რომ სასწრაფოდ უნდა შევიდეს ადვოკატი, წავიდა მეორე დღეს ვალერი გელბახიანი, გელბახიანმა ნახა, რომ ცუდად იყო, ჩამოვიდა განცხადება უნდა დაეწერა, განცხადება არ დააწერინეს, დაესივნენ ექიმები, საქმის გარჩევები მოუწყვეს და ეს საქმის გარჩევები გაგრძელდა დაახლოებით 3-4 დღის განმავლობაში. სააკაშვილისთვის ეს ძალიან მძიმე მომენტი იყო, ნევროლოგიური პრობლემებით არის ადამიანი და მოკლედ ძალიან არასასიამოვნო ისტორია იყო და მერე ჩაწყნარდა. გაკეთდა განცხადებები, „ვინ გეკითხებათ ადვოკატებს რომ კითხულობთ, რა წამალს სვამს?“ მაგიტომ ვართ ახლა ამ საქმეში, რომ ზუსტად მაგას ვკითხულობთ, რა წამალი ეძლევა.

დამოკიდებულება იყო როგორი იცი? „შენ თუ ჭკუით არ იქნები, მაშინ საერთოდ ჯანმრთელი ხარ და რატომ ხარ აქ?“ ეს სააკაშვილს უთხრეს პირდაპირ. ამ დროს ჩვენი კვლევის ობიექტი ზუსტად ეს არის, რამდენად ადეკვატურად უტარდება მკურნალობა. მე არ ვარ სააკაშვილის ადვოკატი პიჯაკების საქმეზე. მე ვარ მისი ადვოკატი და როდესაც მოდის ექსპერტის დასკვნა, მერე ვიკვლევ რამდენად ადეკვატური მკურნალობა უტარდება, დიახაც ეს არის ჩვენი საქმე. აქ გამოვიდა ბულინგი სააკაშვილის წინააღმდეგ და გამოვიდა ასევე საადვოკატო საქმეში ხელის შეშლა. იმდენად დაიძაბა სიტუაცია ჩემსა და სამედიცინო პერსონალს შორის, რომ პატრულის გამოძახებასაც კი ვაპირებდი და ოქმის შედგენას. კიდევ ერთი ადვოკატია, ის საერთოდ დაიბარა ექიმმა და გარჩევები მოუწყო მაღალი ხმით და მერე სააკაშვილმა გვითხრა, დაანებეთ თავი და გაჩუმდითო“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს