თსუ-ში ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი დასრულდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და კანცლერმა ლაშა საღინაძემ მეორე სასწავლო კორპუსი დაათვალიერეს, რომლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა და 19 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი სრულად აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, მეორე კორპუსის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, 27 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო.

კორპუსი სარემონტო სამუშაოების შედეგად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ამასთან, თსუ-ს რექტორი და კანცლერი გაეცნენ პროექტებს, რომლებიც ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ასახავს.

„მეორე კორპუსის რეკონსტრუქცია სრულად დასრულდა. საკმაოდ დიდი პროექტი იყო და საკმაოდ სერიოზული სამუშაოები ჩატარდა. გარემონტდა დაახლოებით 25 ათასი კვადრატული მეტრი, აღდგენილია ყველა აუდიტორია, ლაბორატორია, ქიმიის, ფიზიკის, ოპტიკის და სხვა ლაბორატორია. სტუდენტებისთვის შეიქმნა სოციალური სივრცეები“,- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

2022 წელს განხორციელდა არაერთი სარემონტო-სარეაბილიტაციო პროექტი. თსუ კანცლერის ლაშა საღინაძის ინფორმაციით, სასწავლო წლის დაწყებისთვის რეაბილიტაცია ჩაუტარდა მეათე, ე.წ. მაღლივი კორპუსის მეორე სართულს, მერვე კორპუსის ფოიეს და პირველ სართულს, მეთერთმეტე კორპუსის ფასადსა და კიბეებს, საგამოცდო ცენტრს, სადაც სტუდენტური სივრცეებიც მოეწყო. „სხვადასხვა სამუშაოები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, მათ შორის არის ბაგების სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, რომლის ფარგლებშიც სამზარეული სივრცეები ეწყობა ყველა სართულზე და რეაბილიტაცია უტარდება სველ წერტილებს. მცირე მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები სხვა კორპუსებსაც უტარდებათ და მომავალი წლისთვისაც ამ პროცესს გავაგრძელებთ“,- აღნიშნა ლაშა საღინაძემ.

თსუ კანცლერმა სტუდენტებისთვის შექმნილ ახალ სოციალურ სივრცეებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ყველა სასწავლო კორპუსში უკვე მოეწყო სტუდენტური სივრცეები და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება, მომავალი წლიდან კი დაიწყება ყველა სასწავლო კორპუსთან არსებული ეზოების კეთილმოწყობა არსებული პროექტების შესაბამისად.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა