სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგურებში დამატებითი ტურნიკეტები ტენდერის ჩატარების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვის ვადაში დამონტაჟდება

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, თბილისის სატრანსპორტო კომპანია 35 ტურნიკეტს შეიძენს, რომელიც მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“, „ვარკეთილსა“ და „დიდუბეში“ განთავსდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერმა, თამაზ რობაქიძემ განუცხადა.

რაც შეეხება ვადებს, თუ როდის დაიწყება ე.წ. ტურნიკეტების მონტაჟი, როგორც თამაზ რობაქიძე განმარტავს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს წინა სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, პროექტი კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვის ვადაში უნდა დასრულდეს.

“ამ ეტაპზე კომპანია გეგმავს 35 ავტომატური საკონტროლო პუნქტის, ე.წ. ტურნიკეტის შესყიდვას, საიდანაც 5 იქნება სარეზერვო. დანარჩენი 10-10 გადანაწილდება სამ სხვადასხვა სადგურზე - ეს არის მეტროსადგური „ახმეტელი, „ვარკეთილი“ და „დიდუბე“.

მეტროსადგურ „ახმეტელსა“ და „ვარკეთილში “ გვაქვს 8 ტურნიკეტი, შესაბამისად 7-7 გასასვლელი. როცა 10-10 დამონტაჟდება, 9 გასასვლელი გახდება. თუ ახლა „ახმეტელის“ და „ვარკეთილის“ ცალ-ცალკე გამტარუნარიანობა საათში 6300 მგზავრს შეადგენს, მას შემდეგ, რაც დანარჩენი დაემატება, ორივე სადგურზე მგზავრთა ნაკადს 1800-ით გაზრდის, რაც ერთ საათში 30%-ით მეტს გაატარებს.

გასასვლელის ზომა იგივე დარჩება, ტურნიკეტის კორპუსი უფრო ვიწრო იქნება, რაც უფრო მეტ ადგილს გამოათავისუფლებს სადგურებში იგივე ამომსვლელებისთვის.

„დიდუბეში“ ჩვენ გვაქვს ძველი სამკაპა ტურნიკეტი, რომელიც ახალი ტურნიკეტით ჩანაცვლდება. „ვარკეთილსა“ და „ახმეტელში“ რაც მოიხსნება, ის გადანაწილდება „ვაგზლის მოედნის“ ნომერ სამში, რომელიც ცოტნე დადიანის მხარეს არის ამოსასვლელი, ასევე მეტროსადგურ „ისანში“, სადაც ასევე დარჩენილი იყო ძველი სამკაპა ტურნიკეტი. არცერთ მეტროსადგურში არ იქნება ძველი სამკაპა ტურნიკეტი.

რაც შეეხება ვადებს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს წინასატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, ბაზრის შესწავლა. ვერ გეტყვით, როდის გამოცხადდება ტენდერი. შემიძლია გითხრათ, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვის ვადაში უნდა დასრულდეს“, - აღნიშნავს თამაზ რობაქიძე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია