ვაკის პარკის აღდგენის პროექტზე 33 მილიონ ლარამდე დაიხარჯა

თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განცხადებით, ვაკის პარკის აღდგენის პროექტი 33 მილიონ ლარამდე დაჯდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარკის აღდგენა-რეაბილიტაცია გამწვანებითი სამუშაოების ჩათვლით, ზაფხულში დასრულდება.

„ვაკის პარკის აღდგენისა და რეაბილიტაციის პროექტი შარშანწინ დავიწყეთ. შარშან დასრულდა პარკის ძირითადი სამუშაოები და დაიწყო ცენტრალური კასკადის, შადრევნის რეაბილიტაცია. ჯამში, ვაკის პარკის აღდგენის პროექტი 33 მილიონ ლარამდე ავიდა. კომპონენტი, რომელიც ახლა დასრულდა, 1.5 მილიონი ლარი დაჯდა. შენარჩუნდა პირვანდელი სახე, რადგან მოგეხსენებათ, ვაკის პარკი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მოხდა გარკვეული სივრცეების ადაპტირება და დღევანდელ საჭიროებებზე მორგება. რაც შეეხება შადრევანს, სრულიად ამორტიზებული იყო, ფაქტობრივად, არ არსებობდა საინჟინრო სისტემა, თავიდან მოეწყო ის ახალი ტექნოლოგიებითა და განათების სისტემებით. უკვე დარჩა მხოლოდ კიბეების, ცენტრალური კასკადის ნაწილი. დაახლოებით მარტის თვეში დასრულდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. უკვე ზაფხულში ვაკის პარკი მიიღებს იმ სახეს, რომელიც ჩაფიქრებული გვქონდა და დასრულდება მისი რეაბილიტაცია გამწვანებითი სამუშაოების ჩათვლით“,-განაცხადა ბასილაიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია