დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქომ იუნესკოში  წერილი გააგზავნა, რომ მათი ჩარევით მოხდეს გელათის სამონასტრო კომპლექსში მეთოდიკის და შემდეგი სამუშაოების წარმართვა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქომ იუნესკოში წერილი გააგზავნა, სადაც ითხოვენ, რომ მათი ჩარევით მოხდეს გელათის სამონასტრო კომპლექსში მეთოდიკის და შემდეგი სამუშაოების წარმართვა. აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს გელათის მონასტერში მიმდინარე მოვლენებს, იმ ფაქტს, რომ მთავარი ფრესკები ზიანდება.

როგორც ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, საპატრიარქო ჩართულია ამ საკითხში.

„საპატრიარქომ მოიწვია იუნესკოს ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები და მათ დადეს დასკვნა. შეჩერდა ის სამუშაოები, რაც მიმდინარეობდა. ახლა კვლავ გვაქვს გაგზავნილი იუნესკოში წერილი თხოვნით, რომ მათი ჩარევით მოხდეს მეთოდიკის და შემდეგი სამუშაოების წარმართვა. სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ, მაგრამ მგონი, ფრესკების გადარჩენაზე არაა საკითხი, დაზიანებები არის, ამაზე სპეციალისტებმა უნდა თქვან",- აღნიშნავს ჯაღმაიძე.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს