მიხეილ ხიდურელი - მსხვილი საერთაშორისო კომპანიების შემდეგ, შევძელით კიდევ ერთი ამერიკული IT კომპანიის საქართველოში შემოყვანა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" Invest in Georgia-ს ჩართულობით ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას უცხოური კომპანიების მოზიდვის მიმართულებით და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების შემდეგ, ამჯერად შევძელით ამერიკული IT კომპანია Combined Ratio Solutions-ის საქართველოში შემოყვანა , - ამის შესახებ „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკული კომპანიის წარმომადგენლები საქართველოს საინესტიციო პოტენციალისა და ბიზნეს გარემოს შესწავლით მიზნით წელს იმყოფებოდნენ თბილისში, რა დროსაც არაერთი შეხვედრა გამართეს სხვადასხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციასთან.

„სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ და ჩვენი სააგენტოს ინტენსიური მუშაობის შედეგად, კომპანიამ საქმიანობის საქართველოში გაგრძელება და გაფართოება გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ წლის ბოლომდე ამერიკული კომპანია საქართველოში 80-მდე ადამიანს დაასაქმებს", - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

Combined Ratio Solutions საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობს, კერძოდ, დაზღვევის სექტორში მომუშავე კომპანიებს აიტი მომსახურებას აწვდის. Combined Ratio Solutions-ში დასაქმებულთა რიცხვი 200 ადამიანს აჭარბებს.

ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია