გაერო-ში ირანული დრონების რუსეთისთვის გადაცემის საკითხს განიხილავენ

ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი დღეს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე ირანული იარაღის რუსეთისთვის გადაცემის საკითხის წამოჭრას გეგმავენ, - ინფორმაციას Reuters-ი დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, უკრაინა გაერო-ს ექსპერტებს ჩამოგდებული ირანული წარმოშობის თვითმფრინავების შესამოწმებლად იწვევს.

Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინის მიერ გაერო-სთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ობიექტებზე თავდასხმისთვის ირანული დრონების გამოყენება უშიშროების საბჭოს 2231 რეზოლუციას არღვევს.

„გვსურს მოვიწვიოთ გაერო-ს ექსპერტები, ეწვიონ უკრაინას რაც შეიძლება მალე, რათა შეამოწმონ ამოღებული ირანული წარმოშობის უპილოტო საფრენი აპარატები და ხელი შეუწყონ გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2231 რეზოლუციის შესრულებას“, - ნათქვამია უკრაინის ელჩის წერილში, რომელიც მან გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს გაუგზავნა.

ცნობისათვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გუშინ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზებს, ოფიციალურად შეწყვიტონ დიპლომატიური ურთიერთობები თეირანთან რუსეთის მიერ უკრაინაში ირანული დრონების გამოყენების გამო.

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა, ბოლო დღეების განმავლობაში, უკრაინის ქალაქებსა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ირანული წარმოშობის ე.წ. „კამიკაძე-დრონებით“ თავდასხმები გააძლიერა, რაც ინფრასტრუქტურის განადგურებას და მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლს იწვევს. თეირანი რუსეთისთვის აღნიშნული დრონების მიწოდებას უარყოფს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის