სოფელ ბერშუეთთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 55 წლის მამაკაცი დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 55 წლის მამაკაცი დააკავეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული თამაზ გლურჯიძე ცხინვალის მილიციის იზოლატორშია გადაყვანილი.

დაკავებულის ახლობლებით თქმით, გლურჯიძე ერთ-ერთ თანასოფლელთან სტუმრად იმყოფებოდა, აღნიშნული ოჯახის დატოვების შემდეგ კი შინ აღარ დაბრუნებულა. მოგვიანებით, გლურჯიძე ოჯახის წევრებს ტელეფონით დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ოკუპირებულ ცხინვალში, იზოლატორში იმყოფებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება