თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე, სავარაუდოდ ხელყუმბარა აფეთქდა, არიან დაშავებულები

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქუჩაში სავარაუდოდ, ხელყუმბარა აფეთქდა, არიან დაშავებულები.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„აფეთქების ხმა გავიგე. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ წაიყვანა. ახალგაზრდა ბიჭი იყო დაჭრილი, რომელიც ამბობდა მთაწმინდაზე ვცხოვრობო“, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ადგილზე მყოფი გერმანელი ტურისტი კი ამბობს, რომ შემთხვევის ადგილთან ახლოს ცხოვრობს და აფეთქების ხმა დაახლოებით 2 საათის წინ გაიგო.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს