შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი ევროსაბჭოს რეზოლუციაში, არის „ისტორიის გადაწერის მცდელობა“ და „ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი ევროსაბჭოს რეზოლუციაში, არის „ისტორიის გადაწერის მცდელობა“.

პაპუაშვილი გამოეხმაურა მის წერილს, რომელითაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მარტინუს ტინი კოქსს მიმართავს და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ევროსაბჭოს ასამბლეის წევრები შესაბამისი „პასუხისმგებლობიდან შეხედავენ საქართველოსთან დაკავშირებულ ტექსტებს“.

„ეს არის ისტორიის გადაწერის მცდელობა და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. არ ვიქნებით მართალი ჩვენს ისტორიასთან და არც ევროსაბჭო იქნება მართალი საქართველოს ისტორიასთან, რომ ასეთი ჩანაწერებით მოხდეს ისტორიის გადაწერა.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ევროსაბჭოს ორგანო არის ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, რომელიც პირდაპირ თქვა, დაადო ხელი და აღიარა მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა გირგვლიანის საქმეში. ასეთი ჩანაწერები რეზოლუციაში, თავისთავად ჩრდილს აყენებს შემდგომ თავად რეზოლუციის ტექსტს.

მე იმედი მაქვს, რომ მომავალში ევროსაბჭოს ასამბლეის წევრები სწორედ ამ პასუხისმგებლობიდან შეხედავენ საქართველოსთან დაკავშირებულ ტექსტებს, ვინაიდან, ისტორიის გადაწერა არ არის სწორი საქმე და ყველა ასეთ მცდელობაზე ჩვენ უნდა გვქონდეს შესაბამისი რეაგირება. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე”, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მარტინუს ტინი კოქსს წერილობით მიმართავს და აცხადებს, რომ რეზოლუციის დამატებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოხსენიება ძირს უთხრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფასეულობებს და ორგანიზაციის სანდოობას ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჩანაწერი აზიანებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას ქართულ საზოგადოებაში და აფერხებს ქვეყნის მცდელობებს, კიდევ უფრო განამტკიცოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციების შესაბამისი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგისადმი მხარდაჭერა.

შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მომავალში იხელმძღვანელებენ მხოლოდ ორგანიზაციის საუკეთესო ინტერესებითა და ფუნდამენტური ღირებულებებით.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის